ცნობილმა ფრანგულმა მოდის სახლმა Jacquemus-მა გუშინ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 2021-2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, სახელწოდებით „La Montagne“. კოლექციის მთავარი თემა ლაშქრობა და მთაში მოგზაურობაა, რაზეც პოდიუმზე გაშლილი ფერადი კარავიც მიგვითითებს. თავად პოდიუმი მწვანე და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც ბუნების ასოციაციას ქმნის. კოლექციაში ჭარბობს ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი და მწვანე ფერები.
„მინდოდა, აქცენტი გამეკეთებინა ტანსაცმელზე, სილუეტებზე, ფერებზე, ქსოვილზე, დეტალებსა და მოდელების ენერგიაზე. მინდოდა, გარემო მკაფიო და მინიმალისტური ყოფილიყო, რითაც ვქმნიდი აბსტრაქტულ, არტისტულ მთას, რომელიც ამ კოლექციის შთაგონებას გამოხატავს“. - წერს Jacquemus-ის კრეატიული დირექტორი საიმონ პორტ ჟაკმუსი.
დაწერე კომენტარი