ზაფხულის მეორე თვეც დაიწყო. მოგზაურობის, თავგადასავლებისა და ახალი აღმოჩენების სურვილიც სულ უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ერთი რამ ცხადია, მოგზაურობაში მოუმზადებელად ვერ წახვალ. სწორედ ამიტომ, ჟურნალი Hammock თიბისი კონცეპტთან ერთად იმ საინტერესო და გამორჩეული ნივთების სიას გთავაზობთ, რომელიც ზაფხულის სეზონზე აუცილებლად დაგჭირდებათ.
ზღვის სეზონისთვის კონცეპტუალურ მაღაზია Buyers-ში ბევრ საინტერესო და ფერად ნივთს აღმოაჩენთ, მათ შორისაა ზაფხულის უპირობო ატრიბუტი საცურაო კოსტიუმები. ჰოლანდიური ბრენდის, Love Stories-ის საცურაო კოსტიუმები ერთდროულად თავს ელეგანტურად და კომფორტულად გაგრძნობინებთ. მისი შეძენა Buyers-ის კონცეპტუალურ მაღაზიაშია შესაძლებელი.
არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც ფერადი თავსაბურავები. ქართული ბრენდის, Le Jaune-ს მრავალფეროვანი პრინტებით შექმნილი შარფები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის იდეალურია. მისი შეძენა ონლაინ, Phubber-ისა და Shopshop.ge-ის პლატფორმებიდან შეგიძლიათ.
ქართული ფეხსაცმელების ბრენდის, Idée Fixe-ის SS21 კოლექციიდან ამ ზაფხულისთვის კლასიკური სტილის, ბესტსელერ ფეხსაცმელს - Margot-ს გირჩევთ. მარტივი, სადა, ამავდროულად, ელეგანტური პასტელური ფერის ფეხსაცმელი ამ სეზონზე მეტ სიმსუბუქეს შეგმატებთ. Idée Fixe-ს კოლექციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალური ვებგვერდიდან.
ზაფხულზე საცურაო კოსტიუმი არასდროს არის ზედმეტი. სწორედ ამიტომ, ქართული ბრენდის, ID Vision-ის საცურაო კოსტიუმსაც გირჩევთ, რომელიც ყვავილოვანი სერიის ნაწილია და პალმის პრინტითაა გაფორმებული. მისი შეძენა ID Vision-ის Facebook-ის და Instagram-ის გვერდებიდან შეგიძლიათ.
თიბისი კონცეპტის კოლექცია
ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქგარეთ, ბუნებაში მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად პიკნიკი განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის ქართული სახლის დეკორის ბრენდის, Moodo Store-ის ხალიჩებს გირჩევთ, რომლის შეძენასაც სულ მალე მარჯანიშვილის 7 ნომერში, თიბისი კონცეპტის კოლექციაში შეძლებთ.
ახალი ქართული ბრენდის, Five to Ten-ის ხელით ნაქსოვი საზაფხულო კოლექციიდან ამჯერად ფერად ქუდებს გირჩევთ, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მწველ მზის სხივებს აგარიდებთ. ქუდების დათვალიერება და შეძენა Five to Ten-ის Instagram-ის გვერდზეა შესაძლებელი.
ქართული ბრენდის, Reckless-ის ბრჭყვიალა, მაგრამ ამავდროულად, სადა საზაფხულო მაისური ზაფხულის განწყობას განსაკუთრებით უხდება. ხელოვნური ქვებით გაფორმებული მაისურის გარდა, Reckless-ში ზაფხულისთვის ბევრ საინტერესო ვიზუალის მქონე ნივთს შეხვდებით. კოლექციის დათვალიერება და შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
კონცეპტუალურ მაღაზია Chaos-ს ესპანური ბრენდის, Paloma Wool-ის ფერადი, ზაფხულის ესთეტიკით შექმნილი პროდუქციაც დაემატა, რომელიც ამ სეზონს განსაკუთრებით უხდება. კოლექციიდან ამჯერად ბრენდის პასტელური ფერის მზის სათვალეებს გირჩევთ, რომლის სადა, ოთხკუთხა ფორმები მეტ ელეგანტურობას შეგმატებთ. კოლექციის დათვალიერება და მისი შეძენა კონცეპტუალურ მაღაზია Chaos-შია შესაძლებელი.
მრავალმიმართულებიანი ბრენდის, “ქარის” ტანსაცმლის ხაზს ცოტა ხნის წინ საზაფხულო უნისექსი მაისურები დაემატება, რომელიც როგორც ვიზუალურად, ისე იდეური თვალსაზრისითაც საინტერესოა. მაისურების დათვალიერება და შეძენა Qari Electric-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
They Said Books-იდან ამჯერად არა წიგნს, არამედ ზაფხულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქსესუარს გირჩევთ, რომელიც მწველი მზის სხივებისგან აუცილებლად დაგიცავთ. ვინ ვენდერსის ფილმის - Paris, Texas-ის საკულტო კეპის შეძენა They Said Books-ის მაღაზიაშია შესაძლებელი.
Ieri Store
ქეთევან ხერხეულიძის ბრენდის, Muzaradi-ს საინტერესო ნივთებიდან ზაფხულისთვის ახალ, ფერად ჩანთებს გირჩევთ, რომლის პასტელური ფერთა პალიტრა ზაფხულის ესთეტიკას განსაკუთრებით უხდება. ჩანთების დათვალიერება და შეძენა კონცეპტუალურ მაღაზია Ieri Store-შია შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი