3-დან 30 ივლისამდე თბილისში, E.A. Shared Space-ში ოთხი თანამედროვე ხელოვანის გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით „რა როგორ მუშაობს“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თეკლა ასლანიშვილის, ანდრო ერაძის, გიორგი გაგო გაგოშიძისა და ალექსანდრე კობერიძის ნამუშევრები. კინოსა და თანამედროვე ხელოვნების გადაკვეთით, ხელოვანები ცდილობენ, აჩვენონ უხილავი ცხოვრება, უხილავი შრომა და შრომის პირობები, რომელიც ერთნაირად ზემოქმედებს როგორც ადამიანზე, ისე ბუნებაზე. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ანდრო ერაძის „ღამის ხედვა, შეზღუდული წვდომა“ (2021), თეკლა ასლანიშვილის „ალგორითმული კუნძული“ (2018) და ალექსანდრე კობერიძის „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ (2017).
გამოფენა შთაგონებულია და ეძღვნება მოძრაობას - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.
Scenes from Trial and Error (aka Algorithmic Island) - Excerpt 1 from Tekla Aslanishvili on Vimeo.
დაწერე კომენტარი