მიუხედავად იმისა, რომ ყველა თვითიზოლაციის ნეგატიურ მხარეზე საუბრობს, Hammock-მა კარანტინის ნათელი მხარეებიც დაინახა. თუ მოდის სამყაროს თაყვანისმცემელი ხართ, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ  რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი. გთავაზობთ Hammock-ის რჩეულ დოკუმენტურ ფილმებს მოდის შესახებ.

Lagerfeld Confidential



რა
იმალება კარლ ლაგერფელდის დიდი მზის სათვალეების მიღმა? - ამ კითხვაზე პასუხი დიზაინერს მრავალი წელი არ გაუცია. რუდოლფ მარკონის კამერამ გადაიღო დიზაინერის პირადი ცხოვრების 150 საათი, ჩვენ კი საბოლოოდ ვიგებთ,  როგორი ყოფილა  ლეგენდარული დიზაინერი სინამდვილეში.

Dior and I

 



ფილმი მოგვითხრობს იმ პერიოდზე, როდესაც ბელგიელმა რაფ სიმონსმა  Dior-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ჯონ გალიანო შეცვალა. რაფს სულ რვა კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ ახალი კოლექცია მოემზადებინა. ფილმი იძლევა საშუალებას Dior-ის მოდის სახლის კულისებში შევიხედოთ.

McQueen


ლეგენდარული დიზაინერის ისტორია, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა, სად  შეძლებდა  ნიჭის რეალიზებას. მას არ აბედნიერებდა მსოფლიო აღიარება, პირიქით - რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა მისი სახელი, მით მეტად აწუხებდა  სულიერი კრიზისი. ფილმი ასახავს  მოდის კორიფეების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თვალით დანახულ ალექსანდრე მაკქუინს.

L'Amour Fou



ფილმში აღწერილია ივ სენ ლორენის ცხოვრება. რეჟისორმა კარგად დაგვანახვა, რა კვალი დატოვა  დეპრესიამ მის შემოქმედებაზე, როგორ დანიშნეს დიორის კრეატიულ დირექტორად და როგორ შექმნა შემდგომში თავის ბრენდი, რომელმაც მთელი სამყარო მოიცვა.

Valentino: The Last Emperor



ფილმი ეძღვნება უმაღლესი მოდის იმპერატორ ვალენტინოს, რომელშიც  წარსულისა და აწმყოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერის ყველაზე ინტიმური ხედვებია გაერთიანებული. ფილმი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, თუ როგორ იქმნება შედევრები.

The September Issue



დოკუმენტური ფილმი ჟურნალ Vogue-ის რედაქციაზე, იმაზე, თუ როგორ მზადდება ახალი ნომერი. როგორც კორიფეები აღნიშნავენ, ეს ნამდვილი „ეშმაკს აცვია პრადაა“.  ამ ფილმში ანა ვინტური გვიამბობს ყველაფერს, რისი ცოდნაც “ვოგის” შესახებ გვჭირდება.

Bill Cunningham New York



რონიკები ადამიანის შესახებ, რომელსაც მხოლოდ ის აინტერესებს, რომ დოკუმენტურად ასახოს, თუ რას იცვამს ხალხი. 80 წლის "ნიუ-იორკ თაიმსის" ფოტოგრაფი უძღვება ორ სვეტს, თუმცა ეს ის პერიოდია, როცა ჯერ არავინ იცის, თუ ვინაა ის.

The True Cost



ენდრიუ მორგანის დოკუმენტური ფილმი, რომელიც იკვლევს მოდის გავლენას ხალხზე და პლანეტაზე. როგორც ვიცით, მოდა ყველაზე  დამაბინძურებელ ინდუსტრიებში მეორე ადგილს იკავებს, ფილმში კი ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი.

Westwood: Punk, Icon, Activist



რევოლუციონერი დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ისტორია მისი ბრენდის პრინციპებისა და ფილოსოფიის შესახებ. ვივიენი არ არის მხოლოდ დიზაინერი, ის სამოქალაქო აქტივისტია და ერთ-ერთია იმ ქალთა შორის, რომლებმაც საზღვრები გაარღვიეს, დაამტკიცეს, რომ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანი მოწოდებით იბადება, როდესაც  აქვს მიზანი და სწრაფვა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ყველა ადამიანს მოუნდება დაიწყოს თავისი საქმის კეთება და შეეცადოს, რომ თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს სამყაროს განვითარებაში.

IRIS



მოდისა და ინტერიერის დიზაინერის, ირის აპფელის ცხოვრების ბოლო წლების ქრონიკა. დიზაინერი ბევრი რამით გამოირჩევა, თუმცა აღსანიშნავია მისი “გამონათქვამები”, რომლებიც ახალგაზრდა გოგოებსა და ქალებს ნამდვილად იმედს აძლევს და მოუწოდებს, აკეთონ ის , რაც მათ უყვართ. ეს ფილმი საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც უშუალოდ მოდა აინტერესებს და უყვარს, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავის დამკვიდრება სურს.