კომპანია ჰენესი All I need კამპანიის ფარგლებში იმ მუსიკოსებისთვის, რომელთა შემოქმედება ტრადიციებს ეფუძნება, გრანტს გასცემს. გამარჯვებულებს რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსები გამოავლენენ, მათ შორისაა ქართველი Tamada-ც. უკვე 250 წელზე მეტია, რაც კომპანია ჰენესი ბრენდის ტრადიციებს თანამედროვეობას უკავშირებს, მემკვიდრეობისადმი ამგვარი დამოკიდებულებით კი სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, რომელსაც პროექტ All I Need-ის მონაწილეებიც იზიარებენ. კამპანიის ფარგლებში ქართველ მუსიკოს - Tamada-სთან ერთად უკრაინელი Onuka, ბელარუსი Super Besse და ყაზახი the Buhars თავიანთი შემოქმედებითი გზის ისტორიას გვიყვებიან, გვიზიარებენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ტრადიციულმა კულტურულმა თუ ეთნიკურმა თავისებურებებმა თანამედროვე მუსიკაზე, რაც მომავალში მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის საფუძველი უნდა გახდეს.
ბელარუსული ჯგუფი Super Besse გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ყოველდღიური რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრების წინააღმდეგ გაჩენილმა პროტესტმა მათ ახალ პოსტპანკურ ჟღერადობაზე, მაშინ როცა ყაზახური ჯგუფი The Buhars-ის წევრები თავიანთ ამბავში ყაზახური მუსიკის უნიკალურობასა და ტრადიციული საკრავების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. შთამბეჭდავია უკრაინული ჯგუფის, ONUKA-ს წევრის, ნატა ჟიჟჩენკოს ისტორია თავის ბაბუაზე, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტებს თავადვე ამზადებდა. უკრაინული მუსიკოსი მაყურებელს უნიკალურ საარქივო კადრებსაც უზიარებს, რომლითაც ხელოვანი ბაბუის მხატვრობასა და ONUKA-ს შემოქმედებით გზას გვაცნობს. როგორც აღინიშნა, საქართველოს ამ პროექტში ელექტრონული მუსიკის ავტორი Lasha Chapel aka Tamada წარმოადგენს, რომელიც ევროპაში დაწყებულ 10-წლიანი შემოქმედებითი გზის შესახებ გვიყვება. როგორც მუსიკოსი ამბობს, საკუთარ მუსიკაში ქართული ფოლკლორული ელემენტების ექსპერიმენტულმა ჩართვამ უცხოელი მსმენელის დიდი ყურადღება დაიმსახურა, რამაც დაარწმუნა, რომ მუსიკის შექმნა მშობლიურ გარემოში უნდა გაეგრძელებინა.
სინამდვილეში, თითოეული ისტორია ჰენესის All I Need კამპანიასთან ერთად ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების წახალისებას ემსახურება, რათა თითოეულმა მათგანმა საკუთარი უნიკალურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები გააცნობიეროს. სწორედ ამიტომ კომპანია Hennessy 5000 ევროს ოდენობით გრანტს გასცემს თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც კონკურსის სახით გათამაშდება. კონკურსის კურატორები Onuka, Super Besse, The Buhars და Tamada საკუთარ რჩეულებს გამოავლენენ, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად ფულად პრიზს მიიღებენ.
“არც ისე დიდი ხანია, რაც ჩემს მუსიკალურ ფესვებს დავუბრუნდი. მაგრამ ეს მხოლოდ მუსიკალური განცხრომაა და სრულ კმაყოფილებას არ მანიჭებს. თუმცა გზა, რომელიც საკუთარი თავს პოვნაში მეხმარება, ის მამოძრავებელი ძალაა, რაც თითოეულ ნოტს მაკვრევინებს და მამღერებს. ეს პროექტი პირდაპირ ეხმარება მუსიკოსებს, დაფიქრდნენ და ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, შეეცადონ იპოვონ ის ავთენტურობის განცდა, რომელიც ხელოვანი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. მე პირადად აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მრავლისმომცველ წამოწყებაში. პროექტში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს შენი ნამდვილი ‘“მე’’ წარმოაჩინო.
მას, ვისაც პროექტში მონაწილეობა სურს, კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ინსტაგრამზე პოსტის სახით უნდა გამოაქვეყნოს პასუხები კითხვებზე - "როგორ აისახება ჩემი წარსული მუსიკაში" და "რა მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი იდეები მთელ მსოფლიოს გავაცნო". პოსტში უნდა გამოიყენოს ჰეშთეგი #HennessyVSAllINeed და მონიშნოს არტისტ-კურატორის ინსტაგრამის გვერდი, რომელიც მის განაცხადს შეაფასებს. კონკურსი 25 აგვისტომდე გაგრძელდება, გამარჯვებულებს კი Universal Music-ისა და კომპანია Hennessy-ს მონაწილეობით პროექტის არტისტ-კურატორები შეარჩევენ.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: ლევან მაისურაძე
დაწერე კომენტარი