ქალაქი ფოთი ელექტრონული მუსიკის სამდღიან ღონისძიებას -  Swing Festival-ს უმასპინძლებს, რომელშიც 70-მდე ქართველი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები სამ განსხვავებულ სცენაზე გადანაწილდებიან. მათ შორის არიან: Neux, Newa, Ninasupsa, Hamatsuki, Hatsvali, კოტე ჯაფარიძე, Sevda, Nebbieri, გიო შენგელია და სხვები. ფესტივალი 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე ოქროს ტბაზე გაიმართება.


გაითვალისწინეთ, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ფესტივალის ტერიტორიაზე შესასვლელად ყველა სტუმარმა უნდა გაიკეთოს სწრაფი ანტიგენტესტი. ტესტირება შესაძლებელია წინასწარ ან ადგილზე. წინასწარ ანტიგენ ტესტირება უფასოა ლაბორატორია “მეგალაბის” თბილისის და ბათუმის ფილიალებში. ტესტი უნდა იყოს გაკეთებული ფესტივალის სამაჯურის მიღებამდე 24 საათით ადრე.