რიდლი სკოტის ფილმი „გუჩის სახლი“, რომელიც სარა გეი ფორდენის წიგნის მიხედვითაა გადაღებული, აშშ-ს კინოთეატრებში 24 ნოემბრიდან გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული პოსტერების მიხედვით, ლედი გაგასთან (პატრიცია რეჯიანი) და ადამ დრაივერთან (მაურიციო გუჩი) ერთად, გუჩის ოჯახის წევრების როლებს ჯარედ ლეტო, ჯერემი აირონსი და ალ პაჩინო შეასრულებენ. მათთან ერთად ფილმში ასევე მონაწილეობენ სელმა ჰაიეკი, ჯეკ ჰიუსტონი, კამილ კოტინი და რივ კარნიც.
დაწერე კომენტარი