დასვენების დღეები სულ უფრო ახლოვდება და თუკი ჯერ არ გადაგიწყვეტიათ საით აპირებთ ამ ზაფხულს სამოგზაუროდ წასვლას, გირჩევთ, თვალი გადაავლოთ ჟურნალ Hammock-ისა და თიბისი კონცეპტის ახალ გზამკვლევს. ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა მხარეს ბევრი ახალი საინტერესო კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა, სადაც ახალ-ახალი აღმოჩენები, თავგადასავლები, მადისაღმძვრელი კერძები და რაც მთავარია, სასიამოვნო ატმოსფერო გელოდებათ. სუფთა ჰაერზე, სიმწვანით გარშემორტყმულ გარემოში დასვენება ახალი ენერგიით აგავსებთ და მოტივაციას აგიმაღლებთ.
 

Communal Telavi 



სოლოლაკისა და აღმაშენებლის გამზირის (პლეხანოვის) შემდეგ Communal Hotels-ის ახალი სასტუმრო თელავშიც გამოჩნდა, სადაც სტუმრობისას წარსულისა და თანამედროვე სამყაროს ელემენტებით შექმნილ გარემოში აღმოჩნდებით. პასტელური ფერებით, ვინტაჟური ავეჯითა და ქართული ტრადიციული დეკორაციით შექმნილი სასტუმროს კონცეფცია საერთოობის იდეას ეფუძნება, რაც საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის საზიარო და ხელმისაწვდომ სივრცეს ქმნის. Communal-ის ავთენტურ გარემოში, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივ არქიტექტურასა და კულტურას, ამ ზაფხულს დროის სასიამოვნოდ გასატარებლად პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალებიც კი გათვალისწინებულია. სასტუმროს მენიუც დღის ნებისმიერ მონაკვეთზეა მორგებული და აქ საუზმით დაწყებული, ვახშმით დამთავრებული ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებიან. დღის პერიოდში გასაგრილებლად კი გარე აუზს შეგიძლიათ ეწვიოთ და არომატული კოქტეილების თანხლებით ზაფხულის მშვიდი და ჰაეროვანი დღეებით დატკბეთ.
 ამასთან, Communal Hotels-ის თელავის სასტუმროში 31 დეკემბრამდე სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლითაც თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლების მიღებას შეძლებენ. 

Nekresi Estate



თბილისიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო Nekresi Estate გაიხსნა, რომელიც უკვე გახდა ისტორიული ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. Nekresi Estate, რომლის ინტერიერიც მრავალი კულტურის ელემენტს - აღმოსავლურ შეისრულ თაღებს, ევროპულ ვინტაჟურ და ქართულ თანამედროვე სტილს აერთიანებს, ასწლოვანი უზარმაზარი ჭადრებით არის გარშემორტყმული, რაც სასტუმროს მიდამოებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. აღსანიშნავია “ნეკრესის მამულების” ქვევრში დავარგებული ქართული ღვინოები, რომლის დაგემოვნების დროსაც მეღვინეები ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიასა და თავისებურებას გაგიზიარებენ. ამასთან, აქ შეგიძლიათ თავად შექმნათ თქვენთვის მისაღები ღვინის გემო და ვახშამზე აყვავებული მზესუმზირების ხედით და სწორედ თქვენ მიერ შეზავებული ნატურალური სასმელით დატკბეთ. Nekresi Estate ამ ზაფხულს ნამდვილად ბევრ თავგადასავალსა და აღმოჩენას გპირდებათ. 

Manino Utsera 



ალპური მინდვრები, გამწვანებული ტყეები და ყინულოვანი მწვერვალების საოცარი ხედები - ეს ისაა, რასაც რაჭაში მდებარე სოფელ უწერაში მოგზაურობისას აღმოაჩენთ. ამ ზაფხულს აქ ახალი, გამორჩეული სასტუმრო Manino Utsera გაიხსნა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. პატარა, თუმცა დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმროს განსაკუთრებულ ხიბლს  ვიტრინები სძენს, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის და თითოეულ ოთახში კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ქმნის. სუფთა ჰაერზე, ყოველგვარი ხმაურისგან შორს, რაჭის ჯადოსნურ გარემოში განტვირთვა ახალი ენერგიითა და მოტივაციით აგავსებთ. 

Newport Hotel Kutaisi




თუკი გეზი დასავლეთისკენ აიღეთ, ქუთაისის შუაგულში, კოლხურ შადრევანთან მდებარე ახალ სასტუმროს, Newport Hotel-ს გირჩევთ. XIX საუკუნის გამორჩეული არქიტექტურის მქონე ცისფერ შენობაში განთავსებული სასტუმრო, რომლის ტერასიდანაც ქალაქის საუცხოო ხედები იშლება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. ქალაქის მთაგორიანი რელიეფით, მდინარე რიონის კლდოვანი ნაპირებითა და სიმწვანით გარშემორტყმული სასტუმრო დასვენებისა და ახალი საინტერესო ადგილების აღმოჩენისთვის იდეალური ადგილია.

Vazisubani Estate


ვაზისუბნის მამულის 1891 წელს დაწყებული ისტორია სახელგანთქმულ თავად სულხან ჭავჭავაძეს უკავშირდება, რომელმაც კახეთის ამ მიდამოებში იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა. დროთა განმავლობაში ვაზისუბნის მამული საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად გადაიქცა და დღევანდელმდე რთული და საინტერესო გზა განვლო. ათწლეულების წინ დაწყებული ტრადიციები, მეღვინეობის უწყვეტი კულტურა, უგემრიელესი კახური სამზარეულო და თვალუწვდენელი ვენახები - დღეს “ვაზისუბნის მამულის” სტუმრებს განუმეორებელი თავგადასავლები ელოდებათ წინ. ინგლისელი და ქართველი არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდის მიერ ბუტიკის ტიპის სასტუმროდ ქცეული “ვაზისუბნის მამული” გამორჩეულია თავისი ინტერიერითაც, რომელშიც განსაკუთრებული ისტორია და ელფერი შესვლისთანავე იგრძნობა. ვიქტორიანული ავეჯი, ბუნებრივი განათება, ფერები და ფაქტურა “ვაზისუბნის მამულის” ტრადიციულ ელეგანტურობას უსვამს ხაზს და მას დამახასიათებელ ხიბლს სძენს. ბოტანიკური ბაღით დაწყებული, ღვინის ტურებითა და კახური კერძებით დამთავრებული - აქ ყველაფერია იმისთვის, რაც ამ ზაფხულს საუცხოო გარემოში მშვიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი დასვენებისთვისაა საჭირო. 


Samzeo • სამზეო



ზოგადად, მთაში დასვენებას სულ სხვა ხიბლი აქვს, მით უმეტეს, თუშეთის საოცარ ბუნებაში. თვალუწვდენელი მთაგრეხილებისა და ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ მზის გულზე გაშლილი ომალო ხასხასა ველებითა და მთის მინდვრის ყვავილებით დაფარული მდელოებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. “სამზეო” კესელოს კოშკების გადაღმა, ჩვეულ თუშურ სტილში - ძველი ფიქალით აშენებული ნაგებობის შემორჩენილ ფრაგმენტებზე აგებული ახალი სასტუმროა, რომელსაც ტრადიციული ფორმის აივნები ამშვენებს. სასტუმრო “სამზეოს” მყუდრო, ენერგიულად დამუხტული  ინტერიერი, რომლის თანამედროვე ესთეტიკა ჰარმონიულად ითავსებს ეროვნულ მოტივებს, მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის. გამორჩეულია ასევე სასტუმროს სამზარეულო, სადაც ადგილობრივი ტრადიციული კერძებითა და განსხვავებული გემოვნური თვისებების მქონე თუშური ლუდით გაგიმასპინძლდებიან. ამასთან, “სამზეო” პირველი სასტუმროა საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც ენერგოეფექტიანობას გულისხმობს და შესაბამისად, სრულად მზის ენერგიით მარაგდება. თუკი ამ ზაფხულს მთაში დასვენება გადაწყვიტეთ, ამისთვის სასტუმრო “სამზეოს” სადა, თუშური ხასიათის, გამორჩეული ბუნებისა და ესთეტიკის მქონე გარემო იდეალურია.  


Hotel Posta




კავკასიონის მთებითა და სვანური ბუნებით გარშემორტყმული სასტუმრო “ფოსტა” ერთ-ერთია იმათგან, სადაც მშვიდ დასვენებასთან ერთად საინტერესო თავგადასავლები გელით. მესტიის მიდამოებში არსებული ღირსშესანიშნაობების - შდუგრას ჩანჩქერის, ქორულდის ტბებისა თუ სხვა სანახაობის დათვალიერების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულებს განტვირთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობა დაგხვდებათ. სპა-ცენტრით დაწყებული, საცურაო აუზითა და უგემრიელესი სვანური სამზარეულოთი დამთავრებული სასტუმრო “ფოსტაში” ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც ამ ზაფხულს ჰარმონიული, თუმცა განსხვავებული დასვენებისთვისაა საჭირო. ამ ყველაფერთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის სასტუმრო “ფოსტაში” 31 აგვისტოს ჩათვლით საინტერესო შეთავაზება -  20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

 

Esquisse Boutique Hotel and Wine Saloon Telavi



Esquisse Boutique Hotel თელავში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული, საინტერესო დიზაინისა და კონცეფციის მქონე სასტუმროა, რომელიც საზოგადოებრივი სახლის ტიპს წარმოადგენს. სტუმრობისას აქ ქართული კერძებითა და კახური ღვინით გაგიმასპინძლდებიან, მეტი სიმშვიდისა და ჰარმონიის შესაქმნელად კი ღია აუზთან მოკალათებასა და ზაფხულის სიოს თანხლებით სასტუმროს საავტორო კოქტეილით განტვირთვას გირჩევთ. ბუტიკის ტიპის სასტუმრო “ესკიზში” თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის 31 აგვისტოს ჩათვლით სპეციალური შეთავაზება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ჯავშნისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებთ. თუკი გეზი კახეთისკენ აიღეთ და გსურთ დასვენების დღეები საინტერესო გარემოში გაატაროთ, მაშინ თელავში მდებარე სასტუმრო “ესკიზს” აუცილებლად უნდა ეწვიოთ.