Hammock Magazine - ჟურნალი თანამედროვე კულტურასა და ცხოვრების წესზე- აცხადებს ვაკანსიას სამი მიმართულებით : შემოქმედებითი გუნდის წევრისა, სტატიების ავტორის/ჟურნალისტის და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

სტატიების ავტორის/ჟურნალისტის პოზიციაზე კანდიადტს მოეთხოვება:



თანამედროვე კულტურის სფეროში მიმდინარე ამბების შესახებ კონტენტის მოძიება და დამუშავება. ინტერვიუებისა და სტატიების მომზადება კომერციული სტატიების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ქართულად გამართულად წერის უნარი
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
ცოდნა და ინტერესი თანამედროვე კულტურაში მიმდინარე სიახლეების მიმართ
შემოქმედებითი აზროვნების უნარი
სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

სტატიების ავტორის/ჟურნალისტის კანდიდატურა განიხილება Hammock Magazine-ის კონტენტის შესაბამისი სტატიისა და CV-ს საფუველზე, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე : [email protected] გამოსაცდელი ვადა 1 თვე (ანაზღაურებადი)

შემოქმედებითი გუნდის წევრის პოზიციის დაკავების მსურველს მოეთხოვება:


ფოტო/ვიდეო გადაღების იდეისა და კონცეფციის მოფიქრება
გადაღების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გადაღებისთვის ინსტაგრამ-კონტენტის შექმნა
სტატიებისა და ინტერვიუების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ქართულად გამართულად წერის უნარი ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
ცოდნა და ინტერესი თანამედროვე კულტურაში მიმდინარე სიახლეების მიმართ
შემოქმედებითი აზროვნების უნარი სასურველია Production-ში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

კანდიდატურა განიხილება Hammock Magazine-ის კონტენტის შესაბამისი 1 სტატიის, ფოტო ან ვიდეოგადაღების იდეის და რეფერენსისა და CV-ს საფუძველზე, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე : [email protected] გამოსაცდელი ვადა 1 თვე (ანაზღაურებადი)

სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე დაკავების მსურველს მოეთხოვება:



ჟურნალის ვებგვერდზე სტატიების განთავსება

ჟურნალის სოციალური არხების - Facebook, Instagram, youtube, Linkedin-ის მართვა
სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება
გადაღებების დროს ინსტაგრამ კონტეტის შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

ქართულად და ინგლისურად გამართული წერის უნარი
სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ცოდნა და ინტერესი თანამედროვე კულტურაში მიმდინარე სიახლეების მიმართ
შემოქმედებითი აზროვნების უნარი
კანდიდატურა განიხილება CV-ის საფუძველზე

სამუშაო გრაფიკი სრული  11:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მოგვმართოთ 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.