In Flow: Producers Hennessy-სა და Dro-ს კოლაბორაციით შექმნილი ჰიპ-ჰოპ სერიებია, რომელშიც ოთხი ქართველი არტისტი - Kordz, ნიკა საბანაძე, ჯერონიმო და მიშო ურუშაძე - მსმენელს მათ მიერ შექმნილი მუსიკის შემოქმედებითი პროცესის შესახებ უამბობს და საინტერესო ტექნიკურ დეტალებს ახლო რაკურსით უზიარებს. პირველ ვიდეოში Dro-ს სტუმარი Kordz-ია, რომელიც ბოლო საერთო ალბომის - Shish Kebab Requiem-იდან ერთ-ერთ ტრეკს Skeet-ს მაყურებლის თვალწინ "შლის" და ამ მუსიკის შექმნის ყველა ეტაპს ჩვენთან ერთად ხელახლა იმეორებს; დაახლოებით იმავე პროცესის შესახებ გვიყვება ნიკა საბანაძეც, რომელიც Turbohikari-ის Dynamite FM-ისა და Kayakata-Polo Palace-ის შექმნის შესახებ საუბრისას მსმენელს მისი, როგორც მუსიკალური პროდიუსერის მუშაობის სპეციფიკაზე და მარტივი ბიტებისადმი ინტერესის შესახებ უყვება.
"მინიმალიზმი ჰიპ-ჰოპისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერი და პროდიუსერი ჯერონიმო Hennessy-ის და DRO-ს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ვიდეოების მომდევნო ეპიზოდში, სადაც მუსიკოსი თავისი მრავალწლიანი მუსიკალური კარიერიდან მსმენელს პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად ძველი ჰიტების შექმნის საინტერესო ისტორიებსაც უზიარებს. რაც შეეხება მიშო ურუშაძეს, არტისტის აზრით, ამ საქმეში მთავარი ურთიერთობები და მსგავსი ინტერესების მქონე პროფესიონალების გაერთიანებაა, ამიტომაც მისი საუბრის მთავარი თემა სტუდიური მუშაობის სპეციფიკასთან ერთად, Turbulance Session-ის შექმნის პროცესია.
დაწერე კომენტარი