18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით პარიზის ტრიუმფალური თაღი კრისტო და ჟან კლოდის არტობიექტად გადაიქცევა. 25000 კვადრატული მეტრის გადამუშავებული პოლიპროპილენის ვერცხლისფერი ქსოვილით დაფარული ტრიუმფალური თაღის იდეა ხელოვანებს ჯერ კიდევ 60 წლის წინ გაუჩნდათ. როგორც ცნობილია, 1961 წელს, კრისტოს და ჟან კლოდის პარიზში შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ, მათ ხელოვნების ნიმუშების შექმნა საჯარო სივრცეებშიც დაიწყეს, ერთ-ერთი პროექტი კი საჯარო შენობების სპეციალური ქსოვილებით შეფუთვას გულისხმობდა. ისტორიის თანახმად, პარიზში სტუმრობის დროს კრისტო ტრიუმფალურ თაღთან ახლოს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, პირველად სწორედ მაშინ მოიხიბლა ამ მონუმენტით, ერთი წლის შემდეგ ფოტომონტაჟის საშუალებით ქსოვილით დაფარული ტრიუმფალური თაღის კოლაჟები შექმნა, რომელიც რეალობაში საბოლოოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, სულ ახლახან განხორციელდა.
დაწერე კომენტარი