ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსის შემოჭრისა და თვითიზოლაციის შემდეგ, სტრესისა და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ჰაერივით აუცილებელია ახალ-ახალი შემოქმედებითი აქტივობები. 

Bogetta Veneta საზოგადოებას ვირტუალური რეზიდენციის პროგრამას სთავაზობს, რომლის ინიციატივაც Milanese house-სს ეკუთვნის. პროგრამის მიზანი მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნა და მათი ყურადღების მსოფლიოში არსებული დაძაბული რეალობიდან შემოქმედებით სიახლეებზე გადატანაა.


Bogetta Veneta-ს კრეატიული დირექტორი დანიელ ლი განმარტავს, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა შემოქმედებითობაა.  “მსოფლიო გასაჭირის დროს თავს ვალდებულად ვთვლით, ჩვენს საზოგადოებაში სიხარული და იმედი გავაღვივოთ და ყურადღება მათ ფასეულობებზე გავამახვილოთ”.



SS20 სახლის კამპანიის მთავარი ხმა დიზაინერი და ხელოვანი დეივიდ უაითი იქნება. მის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული ყოველდღიურობა კი ასეთია: დიზაინერი კვირის დღეებში თავის საყვარელ მწერლებს, არტისტებსა და რეჟისორებს გაგვაცნობს. უიქენდებზე პლატფორმა მუსიკალურ შემსრულებლებსა და მსოფლიოს წამყვან შეფებს უმასპინძლებს, ხოლო კვირა საღამო ფილმებს დაეთმობა. ვინ იფიქრებდა, რომ კარანტინი Bogetta Veneta-სთან ერთად ასეთ შემოქმედებით და დახვეწილ სიახლედ შეიძლება ქცეულიყო? 

იზოლაციის პერიოდის Bogetta Residency-ის პროგრამით გახალისებას თუ გადაწყვეტთ, მას ნახავთ Instagram-ზე, Youtube-ზე, Weibo-ზე, WeChat-ზე, Line-ზე, Kakao-ზე, Spotify-ზე, Apple Music-ზე, SoundCloud-ზე და ასევე მის ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.bottegaveneta.com/wx.