17 სექტემბრიდან Propaganda თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს Oxygen - ყოველწლიური პროექტის რიგით მეოთხე გამოშვებას წარმოგვიდგენს. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან (ქეთი) შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით "გადანაცვლების რიტუალები".
"ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის რთულ პროცესზე რეფლექსირებს, ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -” სპექტაკლებს”, რომელიც ამ ეტაპის აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა ტერმინი “გადანაცვლების რიტუალები” (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ განზომილებებზე." - ნათქვამია ღონისძიების პრესრელიზში.
ბიენალეს ფორმატი: #ეთერში
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბერს მიღებული დადგენილების (№450, მუხლი 1; პუნქტი 6) თანახმად, 2021 წლის 25 აგვისტოდან აიკრძალა ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება. გამოფენა, რომელიც საუბრობდა: ეკრანს მიღმა ფუნქციონირებაზე, ნახევრად არსებობაზე, ჰაერში ყოფნაზე, დრო-სივრცისაგან დისტანცირებაზე, გამოსახულების ამარა დარჩენაზე, უცნობის მიმართულებით გადანაცვლებაზე, ეთერულ სხეულად გადაქცევაზე - თავად გახდა ეთერული სხეული. ისტორიებს ბიენალეზე ჩვენი მედია-პარტნიორების საშუალებით გაიცნობთ, როდესაც მიყვებით ჰეშტეგებს #intheether #ეთერში.
შემდეგ არხებზე:
Facebook:
Artarea/Tv2.0 Propaganda.network Stamba Hotel TBC Concept - თიბისი კონცეპტი
Instagram:
artareatv2.0; Oxygen_biennial; propaganda.network; stamba.hotel; tbc_concept
Web:
www.oxygen.propaganda.network; www.helloblog.ge
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
ანნა კ.ე.// ასტალი /პირსი// ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი/ გიორგი ალექსი-მესხიშვილი/ დავით აფაქიძე/ ლია ბაგრატიონი/ ალექსანდრე ბეგლარიშვილი/ დორა ბუდორი/ ჯგუფი „ბულიონი“/ ირაკლი გამრეკელი/ ნიკიტა გეილი/ გიორგი გელაძე/ GOD ERA (ნინი გოდერიძე)/ ანა გზირიშვილი/ ანდრო დადიანი/ ილიკო ზაუტაშვილი/ კირილე ზდანევიჩი/ მორაგ კილი/ ლადო ლომიტაშვილი/ ნენსი ლუპო/ პარკ მაკართური/ სოფიო მედოიძე/ მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე/ სერ სერპასი/ მიშიკო სულაკაური/ გიო სუმბაძე/ ბესო უზნაძე/ ნიკა ქუთათელაძე/ დავით ჩიხლაძე-მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი/ ლევან ჭოღოშვილი/ მამუკა ჯაფარიძე/ კოტე ჯინჭარაძე/ სალომე ჯოხაძე
ხელოვანის მზერა:
საბა გორგოძე/ანნა ძიაპშიპა/გურამ წიბახაშვილი/ანა რ. ჯაფარიძე
პარალელური ღონისძიებები #ეთერში:
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, “უექსპონატო: უწყვეტი დინება”
გალერეა 4710, მარი კალაბეგაშვილი & თორნიკე გოგნაძე “ბოლო სიმღერა”
გალერეა საწყობი, “ფოტო-აუქციონი”
გალერეა გამრეკელი, ირაკლი გამრეკელი,“გადანაცვლების რიტუალები”
გალერეა ართბითი, თამუნა ჭაბაშვილი, “გუდა-ნაბადი”
გალერეა The Why Not Gallery, შალვა ნიყვაშვილი, “აი ია, ყვავილია”
დედიკას გალერეა, კახი ერაძე, “ტორსო“
თიბისი კონცეპტის სივრცე, ნინო კინწურაშვილი,“ციფრული მკვიდრები”
საგანმანათლებლო შეხვედრები:
25/09
Biennial Venue
Dodo Abashidze 10
19:00 - Missing
“Natela Svanidze” - Nino Davadze, CES Records, (Video by Nika Machaidze)
“Lali -Emma Lalaeva-Ediberidze” Kristine Darchia
“The Missing Poems of Marijan” - Lika Tarkhan Mouravi
“Danarti” Issue Presentation
26/09
Biennial Venue
Dodo Abashidze 10
17:00 - Talk: "Queer Art," - Nikoloz Nadirashvili, Ketevan (Keti) Shavgulidze
27/09
TBC Concept Flagship
K. Marjanishvili 7
16:00 - Artist Talk: Ser Serpas
28/09
Biennial Venue
Dodo Abashidze 10
18:00 - “Artist’s Gaze”,
Anna Dziapshipa
Saba Gorgodze
Anna R. Japaridze
Guram Tsibakhashvili
29/09
Online
19:00 - Artist Talk: Nancy Lupo
დაწერე კომენტარი