21 სექტემბერს საქართველოში ახალი “როლს როის "გოსთის" პრეზენტაცია გაიმართა. ბრიტანული ბრენდი, რომელიც ერთდროულად მინიმალისტური სრულყოფილებისა და ფუფუნების სინონიმს წარმოადგენს, კვლავ აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და მომხმარებლის ყველაზე ამბიციურ მოლოდინს უახლესი "გოსთის" დახვეწილი დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნოლოგიური შესაძლებლობებით ამართლებს. ასე იყო მაშინაც, როცა 2009 წელს ბრენდმა თავისი კლიენტების ახალ თაობას, მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული პირველი Ghost წარუდგინა, რომელიც "როლს როისის" მარკის 116-წლიანი ისტორიის განმავლობაში საბოლოოდ ყველაზე წარმატებულ და ყველასთვის სასურველ მოდელად იქცა.
"როლს როისის" კოსმოსური ჩარჩოს არქიტექტურით აგებული ავტომობილი, რომლის მართვის სისტემა უპრეცედენტო ბალანსის, საიმედოობისა და სიმშვიდისკენაა მიმართული, ამავე დროს გამოხატავს ,,პოსტ ოპულენს“ - დიზაინის ფილოსოფიას და გამოყენებული მასალის ავთენტურობით სიმდიდრის ზედაპირულ გამოხატულებებს უარყოფს. ესაა მანქანა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს კვირის განმავლობაში მძღოლზე ორიენტირებული ბიზნეს ლიმუზინი ჰყავდეს, რომელიც დანარჩენ დღეებში მშვიდ, კომფორტულ და დინამიკურ თვითმოძრავ სალონად გარდაიქმნება. - ასე წარუდგინა ბრენდმა სტუმრებს უახლესი Ghost თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ამიერკავკასიაში "როლს როისის" ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა ,,როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ“ უმასპინძლა.
ნურლან პანალი, ბრენდ-მენეჯერი ბაქოდან აღნიშნავს: ,,ჩვენ მართლაც აღფრთოვანებულები ვართ ახალი ,,გოსთის“ წარდგენით საქართველოში. აქამდე მიღებული გამოხმაურებების საფუძველზე, როგორც ჩანს, ,,გოსთი“ აკმაყოფილებს ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნებს. ის ფუფუნების ახალი მინიმალისტური სფეროს მედროშე და ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე “როლს-როისია”, რაც კი ოდესმე შექმნილა“.
ღონისძიებაზე ახალი “გოსთის” ქართული დებიუტი შეაფასა ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ფრენკ ტიმანმაც: საქართველოში ახალი ,,გოსთის“ დებიუტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი “როლს-როისის” ისტორიაში და ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელობას მდგრადი ბიზნეს განვითარებისთვის რეგიონში, “როლს-როისი” არის წარმატების კვინტესენციური სიმბოლო, ხოლო ,,გოსთს“ მასთან ერთად მოაქვს ახალი, თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში. ეს დღეები თბილისში არის უდიდესი შესაძლებლობა შევხვდეთ არსებულ და მომავალ მომხმარებელსა და მეგობრებს, რათა გავუზიაროთ ნამდვილი ფუფუნების ფილოსოფია, ისევე როგორც შთაბეჭდილებები ავტომობილებზე, რომლებშიც ამაყადაა განივთებული ,,ექსტაზის სული.”
ღონისძიებას კომპანიის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სტუმრების გარდა, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ ლეიტონიც ესწრებოდა.
„მოხარული ვარ დავესწრო საამაყო ბრიტანული ბრენდის დებიუტს საქართველოში. “როლს-როისი” მართლაც სრულყოფილების სინონიმია. ახალი „გოსთი“ თავიდან ბოლომდე დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. ბრიტანული ინდუსტრია სახელგანთქმულია კრეატიულობით, ინოვაციურობითა და მაღალი ხარისხით. ამაყი ვარ იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული პროდუქტი ვაჩვენო“. - განაცხადა მარკ ლეიტონმა.
ნამდვილად სრულყოფილი დიზაინის შედევრი, რომელიც ახლა უკვე ქართულმა საზოგადოებამაც რამდენიმე დღის წინ გამართულ ღონისძიებაზე კიდევ უფრო ახლოდან გაიცნო, საუკეთესო ბრიტანული პროდუქტის გარდა, სრულიად ახალი და უნიკალური გამოცდილებაა, რომლის მსგავსი არათუ ჩვენს რეალობაში, თავად როლს როისის ბრენდის არსებობის ისტორიაშიც აქამდე არავის უნახავს.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
დაწერე კომენტარი