სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დაწყების ოფიციალური თარიღი ეპიდვითარების გამო ორჯერ შეიცვალა, 3-7 ოქტომბერს სტუმრებს რეგულაციების დაცვით უმასპინძლებს. საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზება სვანეთისათვის ახალი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც სათავეში ქართველი კინორეჟისორი - მარიამ ხაჭვანი უდგას. როგორც მარიამი FNE-სთან ჩაწერილ ინტერვიუში აცხადებს, საერთაშორისო კინოფესტივალის იდეა მას სანდენსის კინოფესტივალზე ყოფნისას გაუჩნდა, ხოლო ფაქტი, რომ წარმოშობით სვანი კინორეჟისორი ფესტივალს სწორედ მშობლიურ ტერიტორიაზე მართავს, რეჟისორების მასშტაბურ ხელშეწყობასთან ერთად, რეგიონის ჩართულობასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასაც ისახავს მიზნად. 



ფესტივალის გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთსო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო პროექტი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ნადირობის ქალღმერთ დალის პრიზი.


კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე თანამედროვე კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - პაოლო ბერტოლინია, რომლის სამუშაო გამოცდილება კანის, ვენეციისა და ლოკარნოს კინოფესტივალებს, ასევე დოჰას ინსტიტუტსა და სხვა ცნობილ კინოპლატფორმებს უკავშირდება. ჟიური ასევე დაკომპლექტებულია ქართველი კინორეჟისორებით. მისი წევრები არიან ლევან კოღუაშვილი, რომლის ფილმს - შემთხვევით პაემნებს ფესტივალის სპეციალური ჩვენებების ნუსხაშიც შეხვდებით და ანა ურუშაძე, რომელსაც კინოკრიტიკოსები და მაყურებლები განსაკუთრებით იცნობენ თავისი 2017 წლის ფილმით - საშიში დედა.




ფესტივალის განმავლობაში იგეგმება სპეციალური ჩვენებები, მასტერკლასები და ვორქშოპები. სპეციალური ჩვენებების სიაში შეხვდებით დეა კოლუმბეგაშვილის დასაწყისს, რომელიც ფესტივალს გახსნის, ასევე ოქროს პალმის რტოს მფლობელი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის მარილი სვანეთს, მარიამ ხაჭვანის დედეს, ხოლო ფესტივალს დახურავს დიტო ცინცაძის ფილმი - შინდისი. 


რაც შეეხება ონლაინ მასტერკლასებს, მას პაოლო ბერტოლინთან ერთად კრისტოფერ ლეპარკი გაუძღვება, რომელსაც ფესტივალების ორგანიზებასა და შერჩევაში ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს და ამასთან, 2008 წლიდან კანის კინოფესტივალის Diretors’ Fortnight-ის გენერალური მდივანია.  Directors’ Fortnight -ზე,

ფესტივალზე მონაწილეობს ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთა ქრონომეტრაჟი 11-დან 34 წუთამდე მერყეობს. წარმოგიდგენთ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სიას:


1. მე შინია შენი სახე არ დამავიწყდეს - რეჟ: სუმე ალაას,  ეგვიპტე/საფრანგეთი/კატარი/ბელგია,  ხანგრძლივობა 15 წთ. 2021 წ.

2.  ბარიერს მიღმა - რეჟ: ანგინეს ისანია,

 სომხეთი,  AFP ფილმის წარმოება, 

ხანგრძლივობა 13 წთ. 2021 წ.

3.  და და ძმა - რეჟ : ჟარო მინე,

საქართველო/ბელგია,  ხანგრძლივობა 14 წთ. 2019 წ.

4.  მზის დამჭერი - რეჟ:  კიმ ტორესი,

კოსტა რიკა, მექსიკა,  მწარმოებელი კომპანია – Noche Negra Productions,  ხანგრძლივობა 20 წთ. 2021 წ.

5.  გასართობი პარკი - რეჟ: კავეშ მაზაჰერი,

ირანი/კანადა, მწარმოებელი კომპანიები: 3 bros Film/ Darvash Film,  ხანგრძლივობა 15 წთ. 2019

6.  ქალაქის ობლები - რეჟ: ბულენტ ოზთურქი,

 ბელგია,  მწარმოებელი კომპანია Polar Bear,  ხანგრძლივობა 18 წთ. 2021 წ.

7. ოცდასამი - რეჟ: გიგა გაბრიელ ჯობავა,

 საქართველო, ხანგრძლივობა 11 წთ. 2021 წ.

8. კ. მარქსის ქუჩა - რეჟ: ირინე ჟორდანია,

 საქართველო,  მხარდაჭერილი: GNFC,  ხანგრძლივობა  15 წთ. 2019 წ.

9. დილა სხვაგან - რეჟ: ჰან ფენგ იუს,

სინგაპური, ხანგრძლივობა 29:50 წთ.  2021 წ.

10.  ვარსკვლავი - რეჟ: ნადავ ლაპიდი,

 ისრაელი/ამერიკის შეერთებული შტატები, ხანგრძლივობა  17 წთ. 2021 წ.

11. ჩრდილოეთ პოლუსი - რეჟ: მარია აპჩევსკა,

მაკედონია/ სერბეთი,

NORTH MACEDONIA FILM AGENCY FILM CENTER-ის ფინანსური მხარდაჭერა, ხანგრძლივობა 14:59 წთ. 2021 წ.

12. მოცურავე - რეჟ: ჯონათა ეცლერი,

შვედეთი, კომპანია: ფრანგული კვარტალი ფილმი, ხანგრძლივობა 13 წთ. 2020 წ.

13. ვიდრე წავიდოდე - რეჟ: ელენე ცაგარეიშვილი

საქართველო,  2019 წ.

14.  მოგონებების შესახებ - რეჟ: ლიაო ჯიეკაი,

სინგაპური, ხანგრძლივობა 34 წთ.  2021 წ.

15. აკამორა  -რეჟ: ემანუელა მუზუპაპა,

იტალია, ხანგრძლივობა 11 წთ. დისტრიბუცია PREM1ERE/ 2020

16. სამშობლო - რეჟ: გიორგი სიხარულიძე,

 საქართველო, ხანგრძლივობა 15 წთ. 2019 წ.

17. ბოლო ტორეადორი - რეჟ:  კატერინა ლილქვისტი,

/ ანიმაცია/,  ფინეთი/ჩეხეთი, ხანგრძლივობა       07: 26 წთ. 2020 წ.

18   საათი - რეჟ: გიორგი თავართქილაძე,

საქართველო, 20-საფეხურიანი წარმოება, ხანგრძლივობა 10 წთ.  2021 წ.

19. საფრთხობელა - რეჟ: რაჯეშ პრასად ხათრი,

ნეპალი, ხანგრძლივობა 13:34 წთ. 2020 წ.

20. აგვისტოს ცა - რეჟ:  იასმინ ტენუჩი,

ბრაზილია,  კომპანია: AmorDoch Films,  ხანგრძლივობა 16 წთ. 2021 წ. 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებსაიტს.