ფრენკ გერის მიერ დაპროექტებული გუგენჰაიმის მუზეუმის გახსნას ხელოვნების მოყვარულები უკვე თხუთმეტი წელია ელოდებიან. მუზეუმის მშენებლობა პირველად 2006 წელს დაანონსდა და დადასტურებული ინფორმაციით, თავდაპირველად 2012 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტმა არაერთ წარმატებასთან ერთად ბევრი მარცხიც გამოსცადა, მისი დასრულება გაჭიანურდა.
სულ ცოტა ხნის წინ გუგენჰაიმის დირექტორმა რიჩარდ არმსტრონგმა მუზეუმის გახსნის საბოლოო თარიღი დაასახელა. მისი თქმით, მუზეუმი აბუ დაბიში პირველ ვიზიტორებს 2026 წელს მიიღებს.
მუზეუმი მდებარეობს აბუ დაბის ახალ კულტურულ მხარეში, საადიატის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და დღევანდელი მონაცემებით, აბუ დაბის გუგენჰაიმი, რომლის ტერიტორია 30 000 მ²-ზეა გათვლილი, სიდიდით ყველა სხვა გუგენჰაიმის მუზეუმს აღემატება.
მუზეუმის 13 000 მ² გალერეისათვის განკუთვნილ სივრცეს დაეთმობა. თერთმეტი კონუსის ფორმის კონსტრუქცია დიდ საექსპოზიციო სივრცეებს უზრუნველყოფს. თითოეულ მათგანში ვიზიტორები შეძლებენ დაათვალიერონ თანამედროვე არტისტების ნამუშევრები, რომლებიც სპეციფიკურად იმ გარემოზე იქნება მორგებული. გალერეები განაწილდება ოთხ სართულზე, ატრიუმის გარშემო, რომლებიც ერთმანეთს მინის ხიდებით დაუკავშირდება. ფრენკ გერი პროექტს შედეგნაირად აღწერს: “გამიზნულად ქაოსური, რომელიც აღწევს სიცხადეს”.
დაწერე კომენტარი