გალერეა Emma Scully-სა და Rooms Studio-ს თანამშრომლობის ფარგლებში გამოფენა Distant Symphony გაიმართება. ექსპოზიცია, რომელიც 13 ოქტომბერს იხსნება, Rooms Studio-ს იმ ნამუშევრებს წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს საზღვრებს გარეთ არასოდეს უჩვენებიათ, მათ შორისაა Iron Secret Cabinet. გამოფენაზე იხილავთ სამ ობიექტსაც, რომლებიც ქართველი არტისტების - სალომე ჩიგილაშვილის, მარიანა ჭყონიასა და შოთიკო აფციაურის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.




Rooms Studio-ს დამფუძნებლებმა გალერეა სპეციალურად ამ გამოფენისათვის ორ განცალკევებულ სივრცედ გარდაქმნეს და იგი ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცეების გადაკვეთის ადგილად წარმოადგინეს. გამოფენის ნახვა ნიუ-იორკში, გალერეა Emma Scully-ში 20 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.