თიბისი Z თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის მისია თაობა Z-ს უპირობო მხარდაჭერაა. თიბისი Z-ს სურს, რომ ახალგაზრდების გასაძლიერებლად თაობა Z-ს გვერდში საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აღმოჩნდეს. პლატფორმა, რომელიც თაობამ ყოველთვის ერთგულ გულშემატკივრად უნდა მიიჩნიოს, საუკეთესოდ იცნობს მათ ინტერესებსა და საჭიროებებს, ამიტომაც თიბისი Z დაარსების დღიდანვე აქტიურად ერთვება თაობა Z-ს მიზნების განხორციელებაში. 

თიბისი Z ახალ თაობას მათ ცხოვრების სტილზე მორგებულ აქტივობებს შესთავაზებს და თაობა Z-სთან ერთად მუდმივად განვითარდება. განათლება, ხელოვნება, გეიმინგი და ურბანული კულტურა - თაობა Z-ს ინტერესების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც თიბისი Z აქტიურად იმუშავებს. მოსწავლეებსა და სტუდენტებს პლატფორმა Z ბარათებსაც სთავაზობს, რომელთა ფერსაც 5-5 ვერსიიდან ახალგაზრდები საკუთარი ინდივიდუალური სტილის მიხედვით აარჩევენ. ბარათის დამზადებას შეძლებთ აქ.

Hammock Magazine თიბისი Z-სთან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალი თაობის ხელოვანების მიერ შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც არტისტებმა სპეციალურად თიბისი Z-სთან კოლაბორაციის შედეგად შექმნეს. გვსურს გაგაცნოთ 5 ახალგაზრდა ხელოვანი, რომლებიც თავიანთი ნამუშევრებით თაობა Z-ს ინტერესებსა და მისწრაფებებს მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ხელწერით გადმოსცემენ. 

ისინი ახალგაზრდა ხელოვანები არიან და ნამუშევრების შექმნის შთაგონებას ხშირად რეალურ გარემოებებზე დაყრდნობით იღებენ. მათ ნამუშევრებში აღმოაჩენთ ავთენტურად მოყოლილ ამბებს, მომენტებს, ფიქრებს, მისწრაფებებს, რომლებიც თაობა Z-ს ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

Eat vashli | თათა მანაგაძე

“თაობა Z-ს ყოველდღიურობა მოძრავი და ცვალებადია. მგონია, რომ ეს ყველაფერშია გამოკვეთილი, მათ შორის ჩაცმულობაში, გართობასა და მუსიკაში. ვეცადე, რომ ნამუშევარში სწორედ ეს ხასიათი გადმომეცა. ავარჩიე ნივთები, რომლებიც ჩემთვის იმ საყვარელ საქმიანობებთან ასოცირდება, რომლებსაც თაობა Z თავისუფალ დროს უთმობს - ურბანული სპორტი, არტი, მცენარეები და ასევე ატმის წვენიც.”

Anja. graphics | ანანო ლეკიაშვილი



თაობა Z ძალიან ინდივიდუალური, განვითარებული და თავისუფლების მოყვარულია. ჩემი ინსპირაცია სწორედ მათი ცხოვრების დეტალების - გასართობი თუ სხვა ნივთების ილუსტრირება იყო. მინდოდა მარტივად და ფერადად გადმომეცა, თუ როგორ ვხედავ თაობა Z-ს

ყოველდღიურობას. თაობას, რომელსაც შეუძლია ერთდროულად უამრავი ინტერესის სფერო და საყვარელი საქმიანობა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს გეიმინგი, მუსიკა, სპორტი თუ სხვა.”

Semichka | მარიამ ხაფავა


გართობა, რომელზეც სკეიტერთან ერთად არტისტის ილუსტრაციაში დატანილი სიტყვა play-ც მოწმობს, თაობა Z-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა.

panjise | ანკა ბოჭორიშვილი


ანკა ბოჭორიშვილი ახალ ნამუშევარში თაობა Z-ს ცხოვრების განუყოფელ დეტალებს - სწავლას, მუშაობასა და ვირტუალური გარემოებების თანხვედრას აერთიანებს.

o0i.o.i0o | მარიამ საკნელაშვილი


პიკნიკი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, შინაურ ცხოველთან ერთად მოკალათებული საინტერესო ამბების კითხვა და მნიშვნელოვანი წამების ფოტოაპარატით აღბეჭდვა მარიამ საკნელაშვილის ნამუშევრის მთავარი თემაა. ვირტუალურ სივრცეებში გადანაცვლების შემდეგ ფიზიკურ გარემოში თავის შექცევა ხომ თაობა Z-სთვის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

თიბისის ახალი პლატფორმა ყოველთვის ახალი თაობის განკარგულებაშია. თუ დაბადებული ხარ 1996-2012 წლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც თაობა Z-ს სრულფასოვანი წარმომადგენელი ხარ. დაელოდე, თიბისი Z ბევრი საინტერესო სიახლით დაგიბრუნდება.