2021 წლის 25 თებერვალს ფრანგულმა კონიაკის სახლმა Hennessy-მ და ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გლობალური პარტნიორობა დაანონსეს. პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბრენდი Hennessy NBA-ს "პირველი ოფიციალური ალკოჰოლური სასმელი" გახდა.
"NBA იმაზე მეტია, ვიდრე კალათბურთი, Hennessy კი მეტი, ვიდრე კონიაკი". - ამბობს ფრანგული კონიაკის სახლის CMO ჟული ნოლე. "ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ კულტურას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საკალათბურთო მატჩებზე დასწრებითა თუ ეკრანიდან ყურებით და ამხანაგობის სულს, რაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რასაც კალათბურთის მსოფლიო გულშემატკივრები აწყდებიან. ჩვენ ვიზიარებთ NBA-ს ძირითად ფასეულობებს: კეთილსინდისიერებას, გუნდურ მუშაობას, ორმხრივ პატივისცემასა და ინოვაციურობას, რაც პრობლემების გადაჭრის უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადამიანების გაერთიანების კონტექსტში."
გულშემატკივრები ყველა ქვეყნიდან შეძლებენ, აღნიშნონ საყვარელი საკალათბურთო გუნდის გამარჯვება ლიმიტირებული გამოცემით - Hennessy VS & VSOP-ით, რომელიც სპეციალურად ამ პარტნიორობის აღსანიშნავად შეიქმნა და უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც.
ფილოსოფიით - "არასოდეს გაჩერდე, არასოდეს შეწყვიტო წინსვლა", რაც ლიგის მოთამაშეთა თავდადებასაც ეხმიანება - კონიაკის სახლი Hennessy უკვე 250 წელზე მეტია შემოქმედებითობის საზღვრებს აფართოებს. ალკოჰოლური სასმელების შექმნის ხელოვნება და სპორტული ოსტატობის კომბინაცია Hennessy-ისა და NBA-ს ერთობლივ ღონისძიებებში განსახიერდება და ისტორიული კონიაკის სახლის ვებგვერდსა და დამატებით პლატფორმებზე იქნება წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი