კომპანია Travel Box ქართულ ბაზარზე ინოვაციურ პროდუქტს ქმნის. იგი მოგზაურობის მოყვარულებისათვის მრავალფეროვან სამოგზაურო ყუთებს ამზადებს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ მოიძებნება. 


Travel Box-ის სამოგზაურო ყუთში აღმოაჩენთ ორი ადამიანისათვის განკუთვნილ ვაუჩერს, რომლის საშუალებით ოთხ ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ორ სასიამოვნო ღამეს გაატარებთ, ასევე მიიღებთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებსა და აქსესუარებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან სამოგზაურო ყუთებს დაემატა მამაკაცებისათვის განკუთვნილი ყუთი და ამასთან, პრემიუმ ხაზის - “პრაიმ-ყუთი”, რომელმაც მომხმარებლებისათვის მაღალი კლასის სასტუმროები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. სამოგზაურო ყუთის გამოწერას შეძლებთ აქ.



გთავაზობთ სტატიას სასტუმრო “შატო მერეზე”, რომელსაც შემოდგომის Travel Box-ში აღმოაჩენთ.


კახეთის შუაგულში, თბილისიდან ერთი საათის სავალზე სასტუმრო-კომპლექსი “შატო მერე” მდებარეობს, რომელიც სტუმრებს 2011 წლიდან მასპინძლობს. ქვისგან ნაგები სასტუმროს არქიტექტურა ძველ სასახლეს მოგაგონებთ, რომლის ინტერიერი წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზსს ნათლად ასახავს. ორიგინალური არქიტექტურის სასტუმრო განსაკუთრებით იმ დამსვენებლებს ასიამოვნებს, რომლებსაც კავკასიონის მთების ცქერასთან ერთად ხარისხიანი ღვინო და კულინარია იზიდავს. სტუართმოყვარეობით ცნობილი “შატო მერე” ფლობს მარანს, რომლის შემოდგომაზე მონახულებით აგროტურიზმით დაინტერესებულ სტუმრებს შეუძლიათ ღვინის დამზადების კულტურას ეზიარონ და მონაწილეობა მიიღონ ყურძნის საწნახელში დაწურვისა თუ დამზადების პროცესში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ღვინის მწარმოებელი კომპანია “ვინივერიას” ბაზაზე დაფუძნდა, ამიტომაც “შატო მერეში” ყოველთვის ხარისხიან ღვინოს დააგემოვნებთ და პროფესიონალი შეფმზარეულის მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებსაც გასინჯავთ.



სასტუმრო მოიცავს 59 კომფორტულ ნომერს, ორ ღია და ერთ დახურულ აუზს, ასევე საკონფერენციო დარბაზს. სამომავლოდ უფრო დიდი საკონფერენციო დარბაზის მშენებლობაც იგეგმება, რომელიც 150-მდე სტუმარს დაიტევს და უფრო მასშტაბურ შეხვედრებსაც გამართავს. სასტუმრო გთავაზობთ სპა პროცედურებსაც, რომლებზეც 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ კომპლექსს 2021 წლის ივნისში მეოთხე, 20-ოთახიანი კორპუსი დაემატა. 



“შატო მერე” ხშირად იქცევა კულტურული ღონისძიებების ცენტრად. აქ უცხოელი სტუმრები უშუალოდ ქართული ტრადიციული რიტუალების მონაწილეებიც კი ხდებიან. სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მცირე ვენახში კრეფენ ყურძენს, თავად წურავენ საწნახელში, ეუფლებიან ხინკლის დამზადების ტექნოლოგიას და სხვ.



“შატო მერეში” შესაძლებელია კორპორაციული წვეულებების, დაბადების დღეებისა და  ქორწილების ორგანიზება და რაც არანაკლებ საინტერესოა, სპექტაკლების გამართვაც კი. სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს მარჯანიშვილის თეატრის დასთან, რომლის ფარგლებში თეატრი საკუთარ რეპერტუარს კომპლექსის ტერიტორიაზე პერიოდულად აჩვენებს ხოლმე. სასტუმრო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და ელისო ვირსალაძის მუსიკალური ფესტივალის პარტნიორიცაა. “შატო მერეს” მუშაობის სპეციფიკა ერთ მთავარ მოტივზეა აგებული და მომუშავე პერსონალი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დამსვენებლები მოხვდნენ ისეთ სასტუმროში, სადაც დაბრუნება აუცილებლად მოუნდებათ.