Pastèque ფრანგულ ლექსიკონში საზამთროს აღმნიშვნელი სიტყვაა, რომელმაც ქართულ ენაში სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ნატურალური მასალისგან შექმნილმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა უკვე მიიქცია ქართველი მომხმარებლის ყურადღება. ახლად დაფუძნებული “პასტეკი”  უმაღლეს ხარისხზე ორიენტირებული საზაფხულო და საშემოდგომო სეზონისთვის განკუთვნილ ფეხსაცმელებს აერთიანებს, რომლის პროდუქციაში აღმოაჩენთ ნატურალური ტყავისგან შექმნილ როგორც ყოველდღიურ, ასევე კლასიკურ მოდელებს. დახვეწილი ფრანგული სტილის დაბალძირიანი ღია ფეხსაცმელი, მასკულინური მკაცრი სტილის ტყავის საშემოდგომო მოდელი დახვეწილობასთან ერთად, მაქსიმალურ კომფორტსაც გპირდებათ. 
 


"ადამიანი, რომელიც ირჩევს “პასტეკს”, დახვეწილობასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომფორტს. მისთვის აუცილებელია, ყველანაირ სიტუაციაში თავს გრძნობდეს ლამაზად და ამავდროულად, თავისუფლად, არ სურს მასობრივი ბრენდების ტარება, ურჩევნია ატაროს განსხვავებული, თანამედროვე და ხარისხიანი სტილის ხელნაკეთი ფეხსაცმელი". - აღნიშნავენ იდეის ავტორები.



ბრენდის ისტორიის უკან ბრაზილიაში მოგზაურობისას განცდილი თავისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესი და ექსცენტრიკულობა დგას. ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფერადოვნება და ბედნიერი დღეები აღმოჩნდა ბიძგი და მოტივაცია ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელისთვის ახალი საქმის გაბედულად დასაწყებად და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და საინტერესო პროდუქტის შესაქმნელად. ამ გამბედაობამ მისი პროფესიული გეგმებიც შეცვალა. აქტიურად გეგმავს თეორიული ცოდნის გაღრმავებას დიზაინის სფეროში და სწავლის გაგრძელებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიზაინის სკოლაში,  Parsons School-ში აპირებს. ეს გამოცდილება მას დაეხმარება ფორმებისა და მასალების მრავალფეროვნების შესწავლასა და საკუთარი ბრენდის განვითარებაში.



"პასტეკის" ყველა ფეხსაცმელი ხელნაკეთია, მისი ნაწილები მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისგან მზადდება. ეს ეხება ისეთ პატარა დეტალებსაც, როგორებიცაა ფეხსაცმლის ქუსლი, ელვა-შესაკრავი თუ სხვა დეტალები. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე იკერება ერთი წყვილი, რომელსაც იდეის ავტორი თავად ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი  სერიული წარმოება. თუმცა აქამდე  დიზაინის მოფიქრებაა საჭირო. ეს პროცესი კი გუნდის წევრებისთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესოა. მუშაობის დროს ხშირად ცვლიან მასალას, დეტალს. არჩევენ ყველაზე საინტერესოს და დასამახსოვრებელს. საბოლოო ჯამში, კი ვიღებთ სადა, მარტივ, მაგრამ ამავდროულად, განსხვავებულ კოლექციას. 


"მისი მორგება უნდა შეიძლებოდეს ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს ყოველდღიურობა თუ განსაკუთრებული შემთხვევა." - ამბობენ კომპანიის გუნდის წევრები.

 

“პასტეკის” ძირითად საქმიანობად ფეხსაცმლის წარმოება რჩება, თუმცა იდეის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სეზონურად სხვა აქსესუარებიც დაამატონ, მაგრამ ამ ეტაპზე, ბრენდის მთავარი ამოცანა ქალის კოლექციასთან ერთად, მამაკაცის კოლექციის შექმნაა. 


"პასტეკის" პროდუქციის შეძენა სოციალური პლატფორმებისა და ვებსაიტის მეშვეობითაა შესაძლებელი. კომპანია ინლაინ შოპინგს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის და სასურველი ნივთის მიწოდებას უმოკლეს ვადაში ახორციელებს.