თბილისის მოდის კინოფესტივალი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით წელს პირველად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის ამიერკავკასიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ფესტივალი მოდის კინოს მიმართულებით დაანონსდა. ფესტივალი, რომლის ოფიციალური წარმდგენი JAMPROJECT-ია, პირველ საპრეზენტაციო გამოშვებას არასაკონკურსო ფორმატით წარადგენს.
View this post on Instagram
თბილისის მოდის კინოფესტივალის მიზანია, ფილმის საშუალებით მოდა კომუნიკაციის ფორმად ჩამოყალიბდეს. ფესტივალი ქმნის პლატფორმას, სადაც მოდა ხელოვნების სხვა სფეროებს გააერთიანებს და ვიზუალური კომუნიკაციისა და ახალი ხედვების განავითარებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალის წარმდგენი JAMPROJECT 2019 წელს დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. კერძოდ, ფილმი Good Morning Georgia, რომელმაც ბრენდ Keburia-ს გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექცია წარადგინა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს შეგიძლიათ ესტუმროთ აქ.
დაწერე კომენტარი