ქართველმა ხელოვანმა შალვა ნიკვაშვილმა, რომელიც დღეს ბელგიაში ცხოვრობს და მუშაობს, ბავარიის სახელმწიფო ოპერასთან თანამშრომლობის ფარგლებში ნიღბები შექმნა. მიუნხენში დიმიტრი შოსტაკოვიჩის ოპერა “ცხვირი” დაიდგა, რომელიც ნიკოლაი გოგოლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა დაწერილი. კირილ სერებრენიკოვის რეჟისორობით პერფორმანსის პრემიერა 24 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო 27 ოქტომბერს 19:00 (CET) საათზე შეგიძლიათ ოპერის პირდაპირ ტრანსლაციას ადევნოთ თვალი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად შალვა ნიკვაშვილის პერსონალური გამოფენა “აი ია, ყვავილია” The Why Not გალერეაში მიმდინარეობს.
დაწერე კომენტარი