Rooms Studio-ს გამოფენა - Distant Symphony ნიუ-იორკში უკვე მიმდინარეობს და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა, რომელსაც Emma Scully Gallery წარადგენს, Rooms Studio-ს დამფუძნებელი დიზაინერების - ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას შემოქმედებასთან ერთად სალომე ჩიგილაშვილის, მარიანა ჭყონიასა და შოთიკო აფციაურის ნამუშევრებსაც მოიცავს. არტისტების კოლაბორაციული მუშაობის პროცესი, რომელიც მეტაფორულად ქართულ ფოლკლორულ პოლიფონიას ემსგავსება, გამოფენის სათაურში ინტერპრეტირებულად აისახა. აღსანიშნავია, რომ გალერისტებმა გამოფენის კედლები ფრანგული ქსოვილებით საგანგებოდ დაფარეს. Distant Symphony-ს ექსპოზიციის ნიმუშებში შეხვდებით დიზაინერების ცნობილ ნამუშევარს The Iron Secret cabinet-ის სახით, ასევე მათ საჭადრაკო ხის მაგიდას, რომელსაც შოთიკო აფციაურის კოლაბორაციული სერიის - “საკრალური ობიექტების” ნამუშევრის, ფუტკრის ცვილისაგან შექმნილი სკამის გვერდით დაინახავთ. გამოფენის სანახავად გთავაზობთ ექსპოზიციის ამსახველ ფოტომასალას.
დაწერე კომენტარი