სეზონის ყველაზე ფერადი და კომფორტული თვეც დადგა. უკვე მივეჩვიეთ შემოდგომის მიერ მოტანილ სუსხს და ზამთარსაც მომზადებული ვხვდებით, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გიფიქრიათ გარდერობის განახლებაზე, ნოემბერი ის თვეა, როცა საჭირო და ამავდროულად, საინტერესო ნივთების მოძიება დაიწყოთ. Hammock Magazine შეეცდება ამ პროცესის გამარტივებას და საამისოდ თქვენთვის ნოემბრის Shopping-რეკომენდაციები მოვამზადეთ.

Sea, New York Quilted Vest



ე.წ. Quilted Vest სეზონის Must Have ნივთია. კლასიკური მოდელის ნაცვლად ვინტაჟური სტილის ბამბის მოსაცმელს გირჩევთ ორიგინალური პრინტით. საუკეთესო ნიმუშების შეძენა ამერიკული ბრენდის, Sea, New York-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ. ჩვენი ფავორიტი ეს ბამბის ორნამენტებიანი მოსაცმელია. 

Loulou Studio Cashmere Polo


არაფერი ისე არ უხდება ოქროსფერი ნოემბრის ცივ, წვიმიან დილას, როგორც ქიშმირის კლასიკური სვიტერი. ამ მასალისთვის დამახასიათებელი სირბილის გამო, ნივთი საშინაო გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტიცაა. ჩვენი არჩევანია Loulou Studio-ს ქიშმირის ფსტასფერი სვიტერი, რომლის შეძენაც Moreislove-ის შოურუმსა და ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

RM ATU GELOVANI Hernán Necklace


მეამბოხე და ამავდროულად, ელეგანტური - ასე დავახასიათებთ ქართველი ხელოვანისა და სამკაულის დიზაინერის, ათუ გელოვანის უნისექს ნამუშევრებს, რომელიც ანგრევს გენდერულ ჩარჩოებს. ჩვენი ფავორიტია ვერცხლის ყელსაბამი Hernán მარგალიტის კულონით, რომელიც ნებისმიერ სტილს დაამშვენებს. 

Birkenstock x Stussy


Crocs-ისა და Balenciaga-ს კოლაბორაციამ ეს ლეგენდარული რეზინის ფეხსაცმელი კვლავ გაგვახსენა და იგი მოზარდების ერთ-ერთ საყვარელ აქსესუარად აქცია. მრავალი ბრენდი გვთავაზობს ფეხსაცმლის უფრო კლასიკურ ალტერნატივას, თუმცა Birkenstock-ის ტყავის Boston Clogs შეუცვლელი საშემოდგომო ნივთია. 

Reckless Plaid Skort


რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნა. კოსტიუმირებულმა წვეულებამ ალბათ  ბევრს გაახსენა Clueless-ის გმირის - შერის ლეგენდარული კუბოკრული კოსტიუმი, რომელიც პოპულარობას არ კარგავს. ქართული ბრენდის - Reckless-ის მწვანე კუბოკრული ქვედაბოლო განსაკუთრებით უხდება შემოდგომას.

Pillowtalk Linen Loungewear


შემოდგომის წვიმიან ამინდებში სახლში ყოფნა, საყვარელი ფილმების ყურება გემრიელი ცხელი სასმელით ხელში ერთ-ერთი საყვარელი რუტინაა. ასეთ დროს კომფორტული სამოსი კიდევ დამატებითი კომფორტია. ქართული ბრენდი Pillowtalk ბუნებრივი მასალისგან შექმნილ კომფორტულ საშინაო ტანსაცმელს გთავაზობთ. მათი შეძენა ბრენდის ინსტაგრამ-პლატფორმაზეა შესაძლებელი.

Ieri - Tiko Paksa Bag


უკვე რამდენიმე სეზონია ე.წ. Tote Bags აქტუალობას არ კარგავს. დიდი ზომის ჩანთები საუკეთესო არჩევანია უიკენდის საყიდლებისთვის. ჩვენი არჩევანია Tiko Paksa-ს უნივერსალური გამოყენების ტევადი ნაჭრის ჩანთა, რომელიც შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც ყოველდღიურ, ასევე საქმიან სამოსს. მისი შეძენა ქართული კონცეპტუალური მაღაზიის, Ieri-ის შოურუმსა და ვებგვერდზე შეგიძლიათ. 

Lako Bukia Lavender Print Blazer


ყვავილოვანი პრინტები სეზონის მთავარი ტრენდია. ამ პრინტს ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას კოლექციაშიც გადავაწყდით. ლავანდის ტოტების ნახატებით გაფორმებული ორიგინალური პიჯაკი თქვენს გარდერობს ნამდვილად გაამრავალფეროვნებს.

Zeg Beauty Nourishing Oil 


სუსხიანი დღეებისგან გამომშრალ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ქართული კოსმეტიკური ბრენდის, Zeg-ის სახის ზეთში შემავალი კომპონენტები ატენიანებს და სიცოცხლეს ანიჭებს სახის კანს -  პროტეინები და ამინომჟავები ღრმად შედის ფორებში, ხოლო არგნისა და უნაბის (ჟოჟობას) ზეთი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. 

La Veste La Veste ABC Scrunchie


ე.წ. თმის “სქრანჩები” 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია და მას შემდეგ არ კარგავს პოპულარობას. მრავალი ბრენდი გვთავაზობს სხვადასხვა ფერისა თუ ფაქტურის მრავალფეროვან “სქრანჩებს”. ჩვენი ფავორიტი ესპანური ბრენდის, La Veste La Veste-ს ხელნაკეთი სამაგრია შემოდგომის ფერებში. 

Alexa Chung Barbour Jackie Casual


წვიმიანი ინგლისური Countryside-ით შთაგონებული ნივთები ჭარბობს ალექსა ჩანგის კოლექციაში. კლასიკური Barbour მოსაცმელი იდეალურია წვიმიან დღეებში. თავად ალექსას თქმით, ეს ნივთი სეზონის Must Have-ია და მას ხშირად ვხედავთ მსგავსი სტილის საშემოდგომო სამოსში.  

Buyers Store Ormaie - Papier Carbone


შემოდგომა იდეალური სეზონია არომატული კოლექციის განახლებისთვის. Ormaie-ს 2018 წლის სურნელი Papier Carbone ბიბლიოთეკაში ნაპოვნი ძველი წიგნის დაუვიწყარ სურნელს იმეორებს. გემრიელი ყავის, სურნელოვანი ანისის ვარსკვლავისა და ლავანდის ნოტების კომბინაცია სრულყოფილ არომატს ქმნის. ამ არომატის შეძენას “ბაიერსის” შოურუმსა და ონლაინ-მაღაზიაში შეძლებთ.

Communal Craft N. Ignatov BERIKAOBA T-Shirt

ქართველი ფერმწერის, ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის ბერიკაობის სერია Communal Craft-მა სამოსსა და ჩანთებზე გამოსახა. შავი ფერის დაპრინტული მაისური საშემოდგომო კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაწილია. მისი მორგება ნებისმიერ სტილზე შეგიძლიათ. გირჩევთ მას თქვენი საყვარელი ვინტაჟური ჯინსი და ქვიშისფერი "თრენჩი" შეუხამოთ.