შემოდგომის სეზონზე, ცივ და ღრუბლიან ამინდში, სასიამოვნო განწყობისა და მყუდრო, კომფორტული ატმოსფეროს შექმნა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სამოსის, ლამაზი აქსესუარის თუ საინტერესო წიგნის სახით სიახლეების აღმოჩენა კი ამ განწყობის შექმნაში ნამდვილად მნივნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაც, თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში ჩვენ მიერ შერჩეულ იმ საინტერესო ნივთებს გირჩევთ,  რომელთა შეძენაც თიბისი კონცეპტის მომხმარებელს კონცეპტ ბარათის გამოყენებით შეუძლია.

გამომცემლობა დიოგენე - უილიამ ტრევორის წიგნი „ნაწვიმარზე“



შემოდგომა წიგნების კითხვის სეზონია. ლიტერატურის მოყვარულებს გამომცემლობა "დიოგენე" მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ჩვენი ფავორიტია ირლანდიელი მწერლის, უილიამ ტრევორის წიგნი „ნაწვიმარზე“, რომელიც თორმეტ მოთხრობას მოიცავს და ირლანდიის ქალაქების მკვიდრთა უბრალო და მარტოობით სავსე ყოველდღიურობას აღწერს. მკითხველს მისი შეძენა თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, 10%-იანი ფასდაკლებით გამომცემლობის მაღაზიაში შეუძლია.

 

Lierac-ის დამატენიანებელი შრატი Hydragenist



თავის მოვლის საშუალებების მოყვარულებს სააფთიაქო ქსელი "ჯპს" სუსხიანი დღეებისთვის განკუთვნილ პროდუქციას სთავაზობს. ჩვენი არჩევანია ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის, Lierac-ის დამატენიანებელი შრატი Hydragenist, რომელიც შემოდგომის ცივ ამინდებში სახის კანის ღრმა დატენიანებასა და მბზინავ ელფერს უზრუნველყოფს. ჟასმინისა და გარდენიას არომატი პროდუქტს დამატებით სრულყოფილებას სძენს. ჯპს-ს აფთიაქში ამ, ან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სხვა შენაძენზე შესაძლებლობა გაქვთ თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, 3%-იანი ქეშბექ-აქციით ისარგებლოთ. 

 

 

GANNI


 

მოდის მოყვარულთათვის დანიური ბრენდი GANNI ერთ-ერთი ფავორიტი Streetwear ბრენდია. GANNI-ის ახალგაზრდული სამოსი მათ მიერ გამოყენებული პრინტებისა თუ მასალების მრავალფეროვნებით ძალინ უხდება შემოდგომის სეზონს. Sense Concept Store, რომელიც ამ ბრენდის სამოსის ერთადერთი მომწოდებელია საქართველოში, თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში 40%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. GANNI-ს გარდა მაღაზიაში შეძლებთ ისეთი ბრენდების კოლექციების შეძენას, როგორიცაა - Vivienne Westwood, Helmut Lang, Self Portrait. 

 

 

The Body Shop Vanilla Pumpkin Limited Edition



The Body Shop-ის თავის მოვლის სურნელოვანი საშუალებები შემოდგომისთვის შეუცვლელი პროდუქტებია. ჩვენი არჩევანია ბრენდის ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც ვანილისა და გოგრის არომატის მქონე ტანის კარაქს, შხაპის გელსა და ხელის კრემს აერთიანებს. ამ კოლექციის შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ The Body Shop-ის მაღაზიათა ქსელში.

 

 

Tortoise Ray-Ban Sunglasses 


მუდამ აქტუალური და კლასიკური Ray-Ban-ის ლეგენდარული მზის სათვალე ნამდვილად გაახალისებს თქვენს საშემოდგომო გარდერობს, მისი შეძენა თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში 10%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელში - "კენარი". 


Gida Wine - ქისი



ქართული ღვინო შემოდგომის კომფორტული საღამოების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ჩვენი არჩევანია "გიდა ვაინის" თეთრი მშრალი ღვინო ქისი, რომლის ოქროსფერი შეფერილობა განსაკუთრებით უხდება შემოდგომას. ღვინის მაღაზია "გიდა ვაინი" 2018 წელს გაიხსნა და ღვინის მოყვარულებს ტრადიციულ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს სთავაზობს. მაღაზიაში თიბისი კონცეპტის ბარათით სარგებლობისას გადახდილი თანხის 15%-ს უკან დაიბრუნებთ.

 

Aromaco



შემოდგომის დღეებში კომფორტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასიამოვნო სურნელი კი სახლში მყუდრო გარემოსაც ქმნის და დადებითი ემოციებითაც გვავსებს. Aromaco-ს ინტერიერის არომატების შეძენა, რომლებიც მომხმარებლის კომფორტისთვისაა შექმნილი თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში 15%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ.

 

Kashkash-ის გლინტვეინის ვინოთერაპიული სახის სკრაბი



შემოდგომა სახის კანის ექსფოლიაციისთვის საუკეთესო პერიოდია. ყურძნისგან დამზადებული თავის მოვლის საშუალებები კი განსაკუთრებით სასარგებლოა სახის კანისთვის. ჩვენ ქართული ბრენდის - "კაშკაშის" ყურძნის წიპწებისგან დამზადებულ ნაზ ამქერცლავ საშუალებას გირჩევთ, რომელიც ანტიოქსიდანტური და აკნეს საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. მისი შეძენა თიბისი კონცეპტის სივრცეში 15%-იანი ქეშ-ბექით შეგიძლიათ.

Linea Italia 


რადგან შემოდგომის სუსხიანი საღამოების გატარება უმეტესად სახლში გვიწევს, ინტერიერში სიმყუდროვის შეგრძნების შესაქმნელად სწორად შერჩეული განათება მნიშვნელოვანი ნაწილია. კომფორტული საღამოებისთვის Linea Italia-ს დახვეწილი დიზაინის სანათს გირჩევთ, რომლის შეძენაც თიბისი კონცეპტის შეთავაზებით,  10%-იანი ფასდაკლებით მაღაზიის შოურუმში შეგიძლიათ.