უკვე ათ წელზე მეტია, რაც მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული “ყვარლის ტბის” სასტუმრო-კომპლექსი სტუმრებს კომფორტულ დასვენებასთან ერთად დამატებით არაერთ გასართობ და სარელაქსაციო სივრცესაც სთავაზობს. სასტუმრო დამსვენებელთა ინტერესებსა და მოთხოვნილებებს ყოველთვის მაქსიმალურად ითვალისწინებს და ყოველი ახალი აქტივობით სტუმრებს ახალ თავგადასავალს უმზადებს. შეთავაზებები, რომლებიც სასტუმრომ ახლახანს წარმოგვიდგინა, განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, რომლებსაც გამორჩეულად იზიდავთ სამაგიდო თამაშები, მისდევენ ცხოვრების აქტიურ წესს და საყვარელ ოთხფეხა მეგობართან მოგზაურობაზეც არ ამბობენ უარს.
განტვირთვის ოთახი - პინგ-პონგისა და ბილიარდის მაგიდები, ეკრანი ფილმების სანახავად
თუ სამაგიდო თამაშები გიზიდავთ, “ყვარლის ტბის” სასტუმროში უკვე პინგ-პონგისა და ბილიარდის თამაშია შესაძლებელი. სამაგიდო თამაშებისათვის სასტუმროს აუზის ტერიტორიაზე არსებულ განტვირთვის ოთახს უნდა ეწვიოთ, სადაც პინგ-პონგთან და ბილიარდთან ერთად ასევე სხვა სამაგიდო თამაშებითაც შეგიძლიათ დაკავდეთ.
ყვარლის ტბის განტვირთვის ოთახი კინოს მოყვარულებზეც ზრუნავს, ამიტომ სასტუმროში დასასვენებლად წასვლამდე გირჩევთ, რომ სანახავი ფილმების სია წინასწარ შეადგნოთ, რათა დიდ ეკრანზე ნანახმა სურათებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვოთ.
ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები
“ყვარლის ტბის” სასტუმრომ ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის თამაშის მოყვარულებზეც იზრუნა და სპეციალურად მათთვის ახალი მოედნები მოაწყო. ღია სივრცეში არსებულ ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ქვიშითაა დაფარული, თავისუფალ დროს ენერგიულად გაატარებთ.
წყლის ველოსიპედები
სასტუმრომ დამსვენებლებისათვის ახალი წყლის ველოსიპედებიც მოიმარაგა. შემოდგომის სეზონზე ყვარლის ტბის ბუნების დასათვალიერებლად წყლის ველოსიპედები საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ და დაუვიწყარი ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ, რაც არა მხოლოდ გაგაჯანსაღებთ, არამედ დამღლელი რუტინისგანაც განგტვირთავთ.
ველოსიპედები
წყლის ველოსიპედებთან ერთად სასტუმროში ბევრი ახალი სახმელეთო ველოსიპედიც დაგხვდებათ, რომელთა დახმარებით სხეულის გაჯანსაღებასთან ერთად “ყვარლის ტბის” შემოგარენსაც კომფორტულად დაათვალიერებთ და დღეს სასიამოვნოდ გაატარებთ.
შინაური ცხოველებისათვის საჭირო ნივთები
თუ მოგზურობისას ოთხფეხა მეგობრებიც ყოველთვის თან დაგყავთ, დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ “ყვარლის ტბის” სასტუმრო მათ ყოველთვის გულთბილად მიიღებს. მეტიც, სასტუმროს უკვე მომარაგებული აქვს სპეციალურად შინაური ცხოველებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა. მათ შორის, საკვები, რბილი მატრასები და სათამაშოები.
ილუსტრაციების ავტორი: ანკა ბოჭორიშვილი
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი