რია ქებურიას ფონდი მორიგი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო პლატფორმა “ფუნგუსს” მასპინძლობს. “ფუნგუსი”, რომელიც დაახლოებით ერთი წელია არსებობს, უკვე ბევრ ხელოვანსა თუ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანს აერთიანებს. რია ქებურიას ათდღიანი რეზიდენციის ფარგლებში “ფუნგუსის” წარმომადგენელი არტისტები ერთი საორიენტაციო თემის გარშემო იმუშავებენ და ნამუშევრებს განსხვავებულ მედიუმებში შექმნიან, რომლებიც 9 დეკემბერს ერთი თვით ფონდის გალერეაში გამოიფინება. თემა, რომლის ირგვლივ არტისტები იმუშავებენ, არის მითი და რიტუალი სამომხმარებლო საზოგადოებაში.
“ერთი მხრივ, მითი ყოველთვის წარმოდგება როგორც ამხსნელი, განმმარტებელი, სახელმდები, რომელიც საზოგადოებაში აყალიბებს ღირებულებათა სისტემას და ქმნის რეალობის სტრუქტურას; მეორე მხრივ კი ის ადგენს რიტუალს, როგორც ქცევებს, ჩვევებსა და ნიმუშებს, რითაც განსაზღვრავს ადამიანთა გამოცდილებას, სადაც განმეორებითი მოქმედებები აყალიბებს ანტისტრუქტურას...“ - ვკითხულობთ რეზიდენციის რელიზში.
შეგახსენებთ, რომ რია ქებურიას ფონდი ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების მხარდასაჭერად რეზიდენციებს სისტემატურად აწყობს, რომელთა ფარგლებში არაერთი გამოფენაა განხორციელებული.
დაწერე კომენტარი