Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ CFDA-ს დაჯილდოებაზე ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გაიმარჯვა. დემნა გვასალიასთან ერთად ამ ნომინაციაში მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების დიზაინერები იყვნენ ნომინირებულნი. მათ შორის, ჟაკმუსი, მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი, ასევე Valentino-სა და Bottega Veneta-ს დიზაინერები.



CFDA-ს დაჯილდოება მანჰეტენზე, “სიგრამ ბილდინგში” გაიმართა. ცერემონიალს ინგლისელი მსახიობი ემილი ბლანტი უძღვებოდა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოავლინდნენ. წლის კაცის ხაზის ამერიკელი დიზაინერი ემილი ადამს ბოდე გახდა, კაცის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გრეის უეილს ბონერიმ გაიმარჯვა, Fashion Icon-ის ჯილდო ამერიკელმა მსახიობმა ზენდაია კოულმანმა მოიპოვა, ხოლო წლის სახედ ამერიკელი მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი დასახელდა.



CFDA ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს წარმოადგენს, რომელიც ამერიკელმა მოდის პუბლიცისტმა ელეონორა ლამბერტმა, დაახლოებით, 60 წლის წინ დააფუძნა. CFDA-ს საპრიზო კატეგორიების გამარჯვებულები არაერთი ცნობილი და გავლენიანი სახე გამხდარა. მათ შორის იყვნენ: ივ სენ ლორენი, ანა ვინტური და ჟან-პოლ გოტიე.