პროექტი In Flow: Producers კომპანია Hennessy-სა და DRO-ს თანამშრომლობით შექმნილ ჰიპ-ჰოპ სერიებს აერთიანებს, რომლის ფარგლებში ქართველი მუსიკოსები თავიანთი შემოქმედებითი პროცესის შესახებ დეტალურად საუბრობენ. პროექტის მეორე სეზონი ამჯერად სამი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის სამუშაო გარემოს ააშკარავებს, სადაც Vazhmarr, ანუშკა ჩხეიძე და Nikakoi დაწვრილებით გვიამბობენ, თუ როგორ შექმნეს მათთვის გამორჩეული კომპოზიციები. Vazhmarr თავის მუსიკაზე დაყრდნობით საუნდის ჩაწერისა და დრამატურგიის განსხვავებულ მეთოდებზე საუბრობს, ანუშკა ჩხეიძე ორი კომპოზიციის - “Move, Move-ისა” და “Baked Face-ის” შექმნის პროცესებს განიხილავს, ხოლო Nikakoi ტრეკის შექმნისას ფოტოშოპის ფაილის გამოყენებაზე საუბრობს. 



შეგახსენებთ, რომ პროექტმა In Flow: Producers პირველ სეზონზე მსმენლებს ოთხი ქართველი მუსიკოსის - Kordz-ის, ნიკა საბანაძის, ჯერონიმოსა და მიშო ურუშაძეს შემოქმედებითი პროცესი გაუზიარა. ჰიპ-ჰოპ სერიების მეორე სეზონით Hennessy-სა და DRO-ს თანამშრომლობა ისევ გრძელდება და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.