თიბისი კონცეპტი, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ყოველთვის მათ მრავალფეროვან ინტერესებზე მორგებულ სიახლეებს უმზადებს, ამჯერად Phubber Consignment-თან ერთად განსაკუთრებულ ერთობლივ შეთავაზებას სთავაზობს.



შეთავაზების ფარგლებში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 30 ნოემბრის ჩათვლით Phubber Consignment-ის სექციაში ნივთის შეძენისას შესაძლებლობა აქვთ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარის დაბრუნების შესაძლებლობით, რისთვისაც საკმარისია ჩამოტვირთოთ Phubber App-ის Android ან iOS ვერსია და აღმოაჩინოთ სასურველი ნივთი.



Phubber consignment, რომელიც მთაწმინდის შესახვევის 13 ნომერში მდებარეობს, პირველი ფიზიკური შოურუმია, სადაც წარმოდგენილია ისეთი ავთენტური საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: Saint Laurent, Balenciaga, Vetements,Chanel, Louis Vuitton,Christian Dior და სხვ. თიბისი კონცეპტისა და Phubber Consignment-ის შეთავაზების ფარგლებში კი მომხარებელს საშუალება აქვს მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის Pop up სივრცეში წარმოდგენილი კოლექცია Phubber-ის აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოს და სასურველ ნივთზე ფასდაკლებითაც ისარგებლოს.c



რადგან სხვის მიერ უკვე გამოყენებული ნივთის შეძენა მთელ მსოფლიოში ახალი და ძალიან სწრაფად მზარდი ტრენდია, ვფიქრობთ, რომ თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილი Pop-Up საშუალებას მოგვცემს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ბრენდი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს და რაც მთავარია, დავანახოთ ის უპირატესობა, თუ რატომ უნდა გახდნენ ე.წ. Luxury Resale-ის მომხმარებლები, რატომ არის ეს კომფორტული, ბევრად შეღავათიანი და ასევე საამაყო” - ამბობს Phubber-ის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე.




თანამშრომლობის ფარგლებში მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცეში 25 ნოემბერს ფიზიკური შეხვედრა და პანელური დისკუსიაც გაიმართება, მასში მონაწილეობას ფაბერის გუნდის წარმომადგენლები და სხვა სტუმრებიც მიიღებენ, რომლებიც მიმოიხილავენ თემებს, მდგრადი მოდისა და "ფაბერის" ბიზნეს მოდელის შესახებ, ასევე კომპანია Zero Effect-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე თუ რა გავლენას ახდენს სწრაფი მოდა გარემოსა და ადამიანზე და თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ ალტერნატიული ბიზნეს მოდელების შექმნა.

დეტალებს თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ეტაპობრივად შეიტყობენ.