“პარიზ ინტერნაციონალის” შემდეგ გალერეა Artbeat კელნის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობს, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა ხელოვანის - თამო ჯუღელისა და ანნა კეს ნამუშევრებს წარადგენს. ექსპოზიცია ერთი თაობის ორი ქართველი ქალი ხელოვანის დიალოგს ასახავს, რომელთა შემოქმედება განსხვავებულ კულტურულ ნიადაგზეა განვითარებული. თამო ჯუღელისა და ანნა კეს ნამუშევრები კელნში 17-21 ნოემბრის ჩათვლით გამოიფინება.
დაწერე კომენტარი