“ამ ენით ამენ” ერეკლე დეისაძის ახალი ალბომის სახელია, რომლის მოსმენა 25 დეკემბრიდან ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. ალბომი ცხრა კომპოზიციისაგან შედგება და მასზე მუშაობა მუსიკოსმა ერთი წლის წინ დაიწყო - როგორც თავად აცხადებს, “ამ ენით ამენ” მსმენელებს სხვა ერეკლე დეისაძეს გააცნობს.
ალბომი შემდეგ კომპოზიციებს აერთიანებს:
დიდი ქართველი
უბანს
სიზმრები არ არიან
Love Song (feat. Dilla / kay g)
ცეცხლი უკიდია ყველაფერს
კაპიტალი
ამ ენით ამენ
სეირნობის დროა
ინდუსტრიის ქარო (feat. ჯერონიმო)
“ამ ალბომის კონცეფცია იმ ხალხის კრიტიკაა, ვინც სამუშაო ძალას ყიდულობს და უფლებააყრილი ადამიანების ექსპლუატაციას ეწევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ამ ენით ამენ'' იმ ხალხის ხმაა, ვინც საკუთარ შრომას ყიდის, მაგრამ მისი ცხოვრება არ იცვლება. ამას თავისი მიზეზები აქვს, რაც დღის წესრიგში არასოდეს დგება, რადგან ამ უთანასწორობის კვალს მათთან მივყავართ, ვინც ჩვენს დღის წესრიგს განკარგავს და ცდილობს ჩვენი ყურადღება პრობლემიდან რაც შეიძლება შორს გადაიტანოს.
ყდის დიზაინზე მაქსიმე მაჩაიძესთან და გიორგი გრძელიშვილთან ერთად ვიმუშავე. ჩვენს ქვეყანაში ჩაფხუტი უსაფრთხო შრომასთან კი არა, სიკვდილთან ასოცირდება, ყდაზე კი მას ქოთნის ფუნქცია მივეცი, რაც სიცოცხლის გაგრძელებას გულისხმობს იქ, სადაც უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს”, - ამბობს ერეკლე დეისაძე Hammock Magazine-თან საუბრისას.
დაწერე კომენტარი