Villa Balbiano, Რეჟისორ რიდლი სკოტის ბოლო ფილმიდან House Of Gucci, Airbnb-ზე ქირავდება. Სიუჟეტის მიხედვით ფილმში ისტორიული ვილა ალ პაჩინოს გმირის - ალდო გუჩის საკუთრებაა. 




Villa Balbiano მე-16 საუკუნით თარიღდება და იტალიაში, კომოს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინტერიერი Sotheby's-ისა და Christie's-ის აუქციონებზე შეძენილი უნიკალური დეკორის ელემენტებითაა მორთული. კედლებზე მე-17 საუკუნის მხატვრობაა ასახული, მდიდრულ ატმოსფეროს კი ინტერიერში მარმარილოს დეტალები და მოოქრული სარკეებიც ქმნის.




Airbnb-ზე სახლის ფასი ღამეში 1125 აშშ დოლარია და მისი დაჯავშნა ვებგვერდზე 6 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.





ფოტო: The Heritage Collection