რამდენიმე დღის წინ თანამედროვე ბრიტანელმა ხელოვანმა დემიენ ჰირსტმა თავის ინტაგრამ-ანგარიშზე ახალი სერია - Great Expectations გამოაქვეყნა, რომელიც ხელოვანის ათი ათას NFT ნამუშევარს აერთიანებს. სერია შეხედვისთანავე კანადელი რეპერის, Drake-ის ახლახან გამოსული მეექვსე სტუდიური ალმობის, Certified Lover Boy-ს ყდას მოგვაგონებს, რომლის დიზაინზეც დემიენ ჰირსტმა იმუშავა. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Damien Hirst (@damienhirst)


Drake-ის ალბომის ყდის მსგავსად, რომელიც გამოსვლისთანავე მისი ვიზუალის გამო გააკრიტიკეს, ჰირსტის ახალი სერიის ნამუშევრებიც თორმეტ ორსულ ქალს იდენტურ პოზაში ასახავს - ისინი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან, თუმცა ამჯერად აღნიშნული emoji-ები ძირითადად ერთმანეთისაგან განსხვავებული სტილით წარმოდგებიან. სერიაში ვხედავთ ორსულ ქალს თავზე გვირგვინით, ასევე ქალის მაისურს ხელოვანის ცნობილი ნამუშევრის გამოსახულებით, ზოგი სათვალეს, ქუდსა თუ პირბადეს ატარებს, ან სახის მაგივრად ვერცხლისფერი თავის ქალითაა ნაჩვენები, რომელიც ჰისტის ცნობილ ნამუშევარ
For the Love of God-ს გვახსენებს. თორმეტი ორსული ქალის გამოსახულებები ხელოვანის ცნობილი ნამუშევრების ფონზეც გვხვდება.

დემიენ ჰირსტის ახალი სერიის დათვალიერება და ასევე შეძენა Open Sea-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი.