ფრანგმა დიზაინერმა სიმონ პორტ ჟაკმუსმა ბრენდის საშობაო კაფსულა-კოლექცია -  Pink 2 წარმოგვიდგინა, რომელიც Pink სერიის გაგრძელებაა. პირველი კოლექცია აერთიანებდა ვარდისფერ მაისურებს, ნაქსოვ შორტებს, გულის ფორმის საზაფხულო ფეხსაცმელსა და, რა თქმა უნდა, ბრენდის მთავარ იდენტიფიკატორს - ჩანთა Le Chiquito-ს. ამჯერად ჟაკმუსმა ტანსაცმელთან და აქსესუარებთან ერთად საზოგადოებას ინტერიერის ობიექტები, საბავშვო სამოსი, სათამაშოები და ვარდისფერი ველოსიპედიც წარუდგინა, რომლებზეც სიმონმა სხვადასხვა კომპანიებთან და არტისტებთან ერთად იმუშავა.



VanMoof


Რამდენიმე დღის წინ ველოსიპედების ბრენდის, VanMoof-ისა და Jacquemus-ის ინსტაგრამებზე ერთდროულად გაჩნდა ვარდისფერი ველოსიპედის ფოტო, რომელსაც ბრენდის თაყვანისმცემლები განსაკუთრებით ელოდნენ. Მინიმალისტური დიზაინის მქონე ელექტროველოსიპედი უკვე იყიდება Jacquemus.com-ზე.

Ann Vincent


Სკულპტურული ფორმის ვარდისფერ სანთელზე დიზაინერმა ბელგიელ არტისტთან, ანნ ვინსენტთან ერთად იმუშავა. Სანთლის ფორმა Jacquemus-ის ადრეულ კოლექციებში გვაბრუნებს, რომელშიც მრავლად შევხვდით გეომეტრიულ ფიგურებს.

Boris de Beijer



Შუშის დეკორის ელემენტების ავტორი ნიდერლანდელი ხელოვანი ბორის დე ბაიერია. დეკორატიული ბურთები და სადღესასწაულო ჭიქები Pink 2 სერიას საახალწლო განწყობას სძენს. 

BigStuffed



L’Esquinade საბავშვო ხაზის გამორჩეული პერსონაჟია. ვარდისფერი კიბორჩხალა Jacquemus-სთვის სათამაშოების ბრენდმა BigStuffed-მა შექმნა. 

ფოტოების წყარო: Jacquemus