დღეს ვირტუალური ვალუტის ფენომენი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებზე და ყველა სფეროს მოიცავს. ეს კი, ძალიან სწრაფად გვაახლოვებს ციფრულ მომავალთან. სწორედ, თანამედროვე კრიპტო-ეპოქა იქცა Vetements-ის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შთაგონებად, რომელიც 25 ნოემბერს ვირტუალურ ფორმატში ვიხილეთ.
ყალბი მილიონი აშშ დოლარის ქაღალდის ფულის ფონზე მოდელებმა ახალი კოლექცია წარმოადგინეს, რომელშიც მრავლადაა დიდი ზომის პიჯაკები და მაისურები, ტყავის ქურთუკები, ჯინსები და რა თქმა უნდა, კუპიურებით გაფორმებული სამოსის სხვადასხვა დეტალები. Vetements-მა მულტიფუნქციური ნივთებიც შემოგვთავაზა - მაქსიმალური სიგრძის ქურთუკებისა და შარვლების დანაწევრება მომხმარებლებს სურვილისა და ამინდის შესაბამისად შეუძლიათ. მნიშვნელოვანი ატრიბუტი კოლექციაში სახის ნიღაბია, რომელიც კოლექციის შთაგონების მიღმა მდგარ თანამედროვე სამყაროს მისწრაფებებს ერთგვარი ირონიით აღწერს.
დაწერე კომენტარი