ბობ დილანი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით დაბრუნდა. ჩვიდმეტწუთიანი ბალადა -  Murder Most Foul ჯონ კენედის მკვლელობას ეძღვნება. 

ლეგენდარულმა შემსრულებელმა ტვიტერზე თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ერთგულებისათვის და აღნიშნა, რომ Muder Most Foul საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩაწერა, მაგრამ აქამდე მსმენელისთვის არ შეუთავაზებია. 


 

დილანი სიმღერაში დაცემული ამერიკის პორტრეტს ხატავს და პოპ-მუსიკით “ხსნას” სთავაზობს: ბითლზი, ვუდსთოქის ფესტივალი, ჩარლი პარკერი და სტივი ნიქსი - სიმღერის ტექსტში ყველა ნახსენებია.