ფონდი “ელექტრონავტი” თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალს უკვე მეთორმეტედ ატარებს. ჟიურიმ 9 ნომინაციაში 200-ზე მეტი არტისტის 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: მუსიკალური ვიდეო, ლეიბლი, ალბომი, DJ, ლაივ სთრიმი, თრექი, მედია, Z (მუსიკოსები 25 წლამდე), ელექტრონავტი XII
წლის ელექტრონავტის ვინაობას ჟიურისთან ერთად ინტერნეტგამოკითხვის მონაწილეებიც განსაზღვრავენ.
საჯარო ხმის მიცემა electronauts.ge-ზე 9 დეკემბრამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულების ვინაობა 11 დეკემბერს გახდება ცნობილი.
დაწერე კომენტარი