ბარსელონას ცნობილი ბაზილიკის,  "საგრადა ფამილიას" სამშენებლო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა: 12-ქიმიანი ვარსკვლავი დღეს განათდება. 

 

შუშის მასიური კონსტრუქცია, ცნობილი როგორც "ბეთლემის ვარსკვლავი", ბაზილიკის ღვთისმშობლის კოშკის ყველაზე მაღალ წერტილშია განთავსებული და 5 ტონას იწონის. ტაძრის ფონდმა ნამუშევარი დაახასიათა როგორც “დიდი მბზინავი ვარსკვლავი, რომელმაც შეცვალა ბარსელონას ჰორიზონტი და სინათლისა და იმედისთვის ამობრწყინდა”.

8 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღეს აღნიშნავს და ბარსელონას მცხოვრებლები და სტუმრები "საგრადა ფამილიას" ბაზილიკაში შეძლებენ მესას დაესწრონ.

 

შეგახსენებთ, ბარსელონას მთავარი სიმბოლოს მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და საუკუნეზე მეტია გრძელდება. პროექტს სათავეში ესპანელი არქიტექტორი - ანტონიო გაუდი ჩაუდგა და მასზე 40 წელი მუშაობდა. ბაზილიკის ტიპის ტაძარი გეგმით კათოლიკურ ჯვარს ქმნის და იგი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.