2022 წლის ფერი Pantone-ს მიხედვით 17-3938 Very Peri იქნება. "იისფერის არსებობა ხელს უწყობს პიროვნულ გამომგონებლობასა და შემოქმედებითობას" - განმარტა ფერების საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა.
"ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში. 17-3938 Very Peri არის სიმბოლო გარდამავლობისა, რომელსაც ჩვენ განვიცდით. იზოლაციიდან გამოსვლის პერიოდი ცვლის ადამიანთა აღქმასა და სტანდარტებს და ჩვენი ფიზიკური და ციფრული ცხოვრება ახალი გზებით ერწყმის ერთმანეთს" - ნათქვამია ასევე Pantone-ს განცხადებაში.
2000 წლიდან Pantone-ს ექსპერტთა გუნდი მოდის, დიზაინის, ხელოვნების სფეროს იკვლევს, რათა იპოვოს ფერი, რომელიც ხაზს გაუსვამს მსოფლიოს ცხოვრების წესის გლობალურ ტენდენციებს.
შეგახსენებთ, რთული 2021 წლის ფერად ნაცრისფერი და კაშკაშა ყვითელი იყო მიჩნეული - გამძლეობისა და ოპტიმიზმის სიმბოლო.
ფოტო: Pantone.com
დაწერე კომენტარი