ახალგაზრდა მუსიკოსის, ანი ზაქარეიშვილის სადებიუტო ალბომი - Mtirala, რომელიც ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა სულ რაღაც სამი თვის წინ გამოუშვა, დღეს 10 საუკეთესო გლობალურ მუსიკალურ ალბომთა შორისაა.
“მტრიალას” მუსიკა სპეციალურად ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალისათვის, Soundspring-ისათვის შეიქმნა, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ბათუმის თეატრში განხორციელდა. ალბომის კონცეფცია საქართველოს ყველაზე ნესტიანი ადგილის - მტირალას მთაზე ვირტუალურ მოგზაურობას ასახავს.
ანი ზაქარეიშვილის სადებიუტო ალბომში შესული კომპოზიციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის - თიანეთის, აჭარისა და ლაზეთის ფოლკლორს ეფუძნება. კომპოზიციების სემპლები აღებულია სხვადასხვა ქართული ფოლკლორული ანსამბლის ჩანაწერებიდან, რომელთა შორისაა “მზეთამზე”, “გეორგიკა” და “ანჩისხატი":
ალბომის მოსმენა შეგიძლიათ აქ.
ფოტო: CES Records
დაწერე კომენტარი