ცოტა ხნის წინ მოდის სამყარომ გამორჩეულად ნიჭიერი დიზაინერი დაკარგა - ვირჯილ აბლო 40 წლის ასაკში იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. Louis Vuitton-ის ვირჯილ აბლოს მოღვაწეობისადმი მიძღვნილი უკანასკნელი ჩვენების შემდეგ, Off White-ს მილანის, ლონდონის, მაიამისა და ნიუ-იორკის მაღაზიებმა პატივი მიაგეს დიზაინერის ხსოვნას და ინტერიერი ყვავილების ინსტალაციით მორთეს. 

“Სამყაროში, რომელშიც სიკეთის ნაკლებობაა, მძლავრობენ იერარქიები და მოდა მუდმივად ცვლის წესებს, არსებობდი შენ, ვირჯილ, - ნათქვამია ბრენდის ინსტაგრამ პლატფორმის პოსტში, - Შენ შეცვალე სისტემა შენი თავმდაბლობითა და ნამდვილობით”.

ვირჯილ აბლო ბრენდ Off-White-ს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო 2018 წელს Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.

 

ფოტო: Designboom