22-თვიანი კრიზისის შემდეგ “ბასიანი” საცეკვაო მოედანზე ისევ გვეპატიჟება. “ბასიანის” ოფიციალური განცხადების მიხედვით, იმ სივრცეში დაბრუნება, რომლის ყოველი ღამე განსაკუთრებული შთაბეჭდილებითა და ეიფორიით გვავსებს - 17 დეკემბერს იქნება შესაძლებელი.
ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, რომელმაც გლობალური და ლოკალური საზღვრების ჩაკეტვაც გამოიწვია, საკლუბო სცენას განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა. როგორც “ბასიანის” წარმომადგენლები ამბობენ, ახლა კრიზისის დასრულებისა და დიდი განახლების დროა. ცარიელი საცეკვაო მოედანი ადამიანებს ისევ გააერთიანებს და ჰომოგენური კულტურის მიერ გარიყული პირების თავშესაფრად იქცევა.
“მომავლის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია და რთულია იმის განჭვრეტაც, ამ ორ წელიწადში შევძელით თუ არა რეფლექსია წარსულზე. ყველა კითხვაზე პასუხს საცეკვაო მოედანზე გავიგებთ. სწორედ იქ ვნახავთ, თუ რა ისტორიას მოჰყვებიან სიბნელეში მოცეკვავე სხეულები,” - ვკითხულობთ “ბასიანის” ოფიციალურ განცხადებაში.
დაწერე კომენტარი