პროექტი “Enjoy Transcendence” რია ქებურიას სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გამოფენაა, რომელშიც პროექტ “ფუნგუსის” არტისტები მონაწილეობდნენ. 10-დღიანი რეზიდენციის ფარგლებში ხელოვანები საერთო კონცეფციაზე მუშაობდნენ, რომლის თემას თანამედროვე სამომხმარებლო საზოგადოებაში მითი და რიტუალი წარმოადგენდა. “რია ქებურიას რეზიდენციაში” ყოფნის პერიოდში არტისტები კრიტიკულად უმზერენ დასავლურ ჰეტერონორმატიულ ტრადიციას, კაპიტალისტურ ტრადიციას, რაციონალურ ტრადიციას, მეცნიერულ ტრადიციას და ცდილობენ გადაიაზრონ ღირებულებები, რომლებიც წარმოებულია ამ დისკურსების მიერ.

 

 

“სამომხმარებლო საზოგადოებაში, ერთი მხრივ, მითი ყოველთვის წარმოდგება როგორც ამხსნელი, განმმარტებელი, რომელიც  აყალიბებს ღირებულებათა სისტემას და ქმნის რეალობის სტრუქტურას. მეორე მხრივ, ის ადგენს რიტუალს, როგორც ქცევებს, ჩვევებსა და ნიმუშებს, რითაც განსაზღვრავს ადამიანთა გამოცდილებას, სადაც განმეორებითი მოქმედებები აყალიბებენ ანტისტრუქტურას. …არტისტები კრიტიკულად უმზერენ დასავლურ ჰეტერონორმატიულ, კაპიტალისტურ, რაციონალურ, მეცნიერულ ტრადიციებს და ცდილობენ გადაიაზრონ ღირებულებები, რომლებიც ამ დისკურსები დროს შეიქმნა” - ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში.

 

 

გამოფენაში მონაწილეობდნენ არტისტები: ლაშა ყაბანაშვილი, მარიკო ჭანტურია, ნინი გოდერიძე, დავით აფაქიძე, Hitori Ni, ხოსილიტა, გიორგი კარტოზია, K.O.I და თინა შარაშენიძე.

 

გთავაზობთ ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს:

 

 

ნინი გოდერიძე

Hitori Ni

 

 

K.O.I

 

 

გიორგი კარტოზია

 

 

დავით აფაქიძე

 

 

თინა შარაშენიძე

 

 

ლაშა ყაბანაშვილი და მარიკო ჭანტურია

 

 

ხოსილიტა