18 დეკემბრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი ხელოვანის, ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა - “ექსცენტრული მოგზაური” გაიმართება. ექსპოზიცია მხატვრის 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ფერწერული ტილოებისა და გრაფიკული ნახატების სახით იქნება წარმოდგენილი. “ექსპოზიციის საშუალებით დამთვალიერებელი მეტაფორულად სხვადასხვა ადგილას იმოგზაურებს: ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და ალეგორიული მნიშვნელობით, სულებით დასახლებულ ტყეში,” - ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tato Akhalkatsishvili (@tato.akhalkatsishvili)



ტატო ახალკაციშვილის პერსონალურ გამოფენას კულტურული ცენტრი ATINATI წარადგენს, რომლის კურატორი ხათუნა ხაბულიანია. “ექსცენტრული მოგზაურის” ნახვა 8 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.