“რადგან მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების საკითხში მეორე ადგილზეა, მინდოდა შემექმნა ეკომეგობრული კოლექცია და ამით პატარა წვლილი შემეტანა მდგრადი მოდის განვითარებაში. ქსოვილების და სამუშაო მასალის ნაწილში გამოვიყენე ე.წ. upcycling და recycling მეთოდი. ვეძებდი ისეთ მეორეულ მასალებს, რომლებსაც ხელმეორედ გამოვიყენებდი. ასევე გამოყენებული მაქვს ორი ქართველი დიზაინერის - ლადო ბოკუჩავას და ალექსანდრე ახალკაციშვილის რამდენიმე ქსოვილი. მათი ბრენდისთვის ეს ქსოვილები უკვე „გამოუსადეგარი ნაგავია“, ჩემთვის კი სამუშაო მასალა, მადლობა მხარდაჭერისთვის მათ. კოლექციაში დამატებული მაქვს პრინტებიც. მთლიანი კოლექციის შთაგონება კი თანამედროვე ვირტუალური სამყარო, MILLENIALS-gen Z, LGBTQI+ ICONS, 3D არტისტები, ანიმეები და ფილმები, კომპიუტეrული თამაშები, sims2, imvu, სექსუალური ფეტიში და პარაფილიები, გოტიკური არქიტექტურა, ნოველები, ინტერიერი, ფერწერა, თანამედროვე ელექტრო და პოპ-კულტურაა”. - ლევან შველიძე
Lookbook SS21
Designer levau shvelidze
creative direction, styling, casting: matt shally and levau shvelidze
photo: levan leko tchkonia
makeup: makeupinstitutegeorgia Salome Gogritchiani natiakhubulurii
models: kungfumaster_ , euphoralite_, anoovachnadze, lile, troublemakerz_agency
დაწერე კომენტარი