საახალწლო სამზადისი ყველაზე გამორჩეული და სასიამოვნოა. მაღაზიების ბრჭყვიალა ვიტრინები და საახალწლო ნივთები განწყობას გვიმაღლებს და ემოციების გაზიარების სურვილს განსაკუთრებულად გვიჩენს. ახალი წლის ჯადოსნური პერიოდი ახლოვდება, დროა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევა დავიწყოთ, ჟურნალი Hammock შეეცდება საახალწლო სამზადისში დაგეხმაროთ და სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, საინტერესო საახალწლო საჩუქრების სიას გთავაზობთ.
Buyers
Buyers ყოველ წელს საახალწლო დეკორის ყველაზე ორიგინალურ და გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს, ამიტომ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევის პროცესში მაღაზიის შოურუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ფერადი ნაძვის ხეებითა თუ ბრჭყვიალა სათამაშოებით ნამდვილად მოახერხებთ ადრესატის გახარებას.
Sweetbar
საახალწლო სტუმრობა რომ უფრო დასამახსოვრებელი გახდეს, გემრიელი ნუგბარი საუკეთესო არჩევანია. Sweetbar-ში პრემიუმ ხაზის უგემრიელეს ტკბილეულს აღმოაჩენთ. მათი შეძენა ონლაინ, მაღაზიის ვებგვერდზე შეგიძლიათ.
Sense Concept Store
საყვარელი ადამიანებისთვის გამორჩეული ნივთების ჩუქება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია. მოდისა და კონცეპტუალური ნივთების მოყვარულებისთვის Sense Concept Store-ის კოლექციას გირჩევთ, სადაც პრემიუმ ხარისხის ტანსაცმელთან ერთად, სხვა საინტერესო ნივთებსაც აღმოაჩენთ. ჩვენი ფავორიტია იტალიური ბრენდის - Seletti-ს ინტერიერის დეკორატიული ელემენტი, რომელიც თქვენი ადრესატის საცხოვრებელ სივრცეში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის.
Studio Tricolor
Studio Tricolor-ის კონცეპტუალური საახალწლო ნივთები გამორჩეული საჩუქარი იქნება თქვენი ადრესატისთვის. ფერადი ნაძვის ხის ორნამენტები ინტერიერში დამოუკიდებლადაც საინტერესოდ გამოიყურება. შესაძენად ეწვიეთ ბრენდის ინსტაგრამ გვერდს.
Ceramic Studio 1300
Ceramic Studio 1300-ის ხელნაკეთი კერამიკის ნივთები თემატური მოხატულობითა და ფორმით საახალწლო პერიოდს განსაკუთრებით უხდება - ნაძვის ხისა და ვარსკვლავის ფორმის დეკორის ელემენტები, საახალწლო სამზადისის სცენებით გაფორმებული თეფშები საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.
The Body Shop
The Body Shop-ის სურნელოვანი თავის მოვლის საშუალებები ყოველთვის კარგი იდეაა. ბრენდი საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დიდ არჩევანს გვთავაზობს.
Tatanaka Home Shop
Tatanaka-ს იტალიის ზღვისპირეთის შთაგონებით შექმნილი კოლექციები ნამდვილი დღესასწაულია. სასაჩუქრედ ჩვენ გირჩევთ Tatanaka Home Shop-დან ნაძვის ხის დეკორატიული აქსესუარები შეარჩიოთ.
Wom Shop
ინტერიერის გასალამაზებლად Wop Shop ტექსტილის პანოებს ქმნის. კედლის დეკორი ნამდვილად დასამახსოვრებელი და საინტერესო საჩუქარი იქნება.
Sopho Gongliashvili
ნაქსოვი სვიტერები ზამთრის ცივი ამინდების განუყოფელი ნაწილია. სოფო გონგლიაშვილის ნაქსოვი სვიტერი ულამაზესი ნაქარგებით ადრესატის დადებითი ემოციების შექმნაში დაგეხმარებათ და თან ძალიან მოუხდება საახალწლო უიკენდს.
Anouki & Cafe, Books, Emotions
შოურუმი წიგნების, სამკაულების, ინტერიერის მორთულობის, თავის მოვლის საშუალებების საუკეთესო კოლექციებს აერთიანებს. მაღაზიის ზღაპრულ გარემოში მარტივად აარჩევთ საახალწლო საჩუქარს.
Kato Nemsadze
კატო ნემსაძე გამორჩეული სტილის სამკაულს ქმნის. დადებითი ემოციების გაზიარებას გულის ფორმის კაშკაშა სამკაულით შეძლებთ.
დაწერე კომენტარი