ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ წინასაახალწლოდ ახალი ფილმი, სახელწოდებით O Night Divine გადაიღო. დაახლოებით 40-წუთიანი ფილმი ესპანურ ბრენდ ZARA-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სადაც მთავარ როლებს ჯონ სი. რეილი და ალექს უოლფი ასრულებენ. ფილმში ასევე შეხვდებით ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორ ჰეილი გეითსს.
ჯონ სი. რეილი სანტა კლაუსის როლს განასახირებს, ალექს ვოლფის პერსონაჟი კი მუსიკოსია. ლუკა გუადანინომ ფილმის სცენარზე მაიკ მიტნიკთან ერთად იმუშავა. 2019 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც - The Staggering Girl მასთან თანამშრომლობით გადაიღო. O Night Divine-ს კომპოზიტორია ალბერტო იგლესიასი, რომლის კომპოზიციებს პედრო ალმოდოვარის ფილმებში ვხვდებით.
ლუკა გუადანინოს ახალი ფილმის ნახვა ZARA-ს ოფიციალურ Youtube არხზეა შესაძლებელი:
დაწერე კომენტარი