ლონდონელებისთვის Claridge-ის საშობაო ნაძვის ხის საზეიმო გახსნა ნამდვილი დღესასწაულია. ყოველწლიურად ლეგენდარული სასტუმრო მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს ანდობს ნაძვის ხის მორთვას. წელს დიზაინი Dior-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა შექმნა.
ნამუშევარი, სახელწოდებით "ჯადოსნური თოვლის სფერო" Dior-ის Haute Couture კოლექციებს ეხმიანება და შთაგონებულია გამჭვირვალე დელიკატური ნაჭრისგან, რომელსაც ბრენდი ტანსაცმლის წარმოებაში იყენებს. თეთრი ფერის ქსოვილს ჰოლოგრაფიული გამოსახულებები ერწყმის. საშობაო ბურთებზე, რომელიც ხის გარშემო ბრუნავს, Dior-ის სიმბოლოებს ვხედავთ, ნაძვის ხის კენწეროში კი კიმის ძაღლი Dior-ის ვარსკვლავს ეხვევა.
"ჩემთვის დიდი პატივია შევქმნა ნაძვის ხის დიზაინი Claridge-სთვის და ამ საკულტო ადგილას Dior, ლონდონი და შობის სული გავაერთიანო", - განაცხადა დიზაინერმა.
Claridge-ის საშობაო ნაძვის ხეები უნიკალური დიზაინით ყოველ წელს გვამახსოვრებს თავს. 2020 წელს სასტუმროში კელი ელისისა და McQueen-ის 20-იანი წლებით შთაგონებული გაფორმება ვიხილეთ.
2019 წელს Christian Louboutin-მა წითელი ბრჭყვიალა დეკორატიული ელემენტები შესძინა საშობაო ნაძვის ხეს. ყველაზე გამორჩეული კი ალბათ 2017 წლის გაფორმებაა, რომელიც Karl Lagerfeld-ს ეკუთვნის.
ფოტო: Claridge’s
დაწერე კომენტარი